workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ფერან ტორესი ბარსას ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ესპანელი შენაძენი გახდება

ფერან ტორესი ბარსას ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ესპანელი შენაძენი გახდება

ფერან ტორესის ტრანსფერი კი გადაიდო, მაგრამ მას საფრთხე არ ემუქრება. 21 წლის შემტევის “ბარსელონაში” გადმოსვლის შემდეგ ის “ბლაუგრანას” ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ესპანელი შენაძენი იქნება.

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, “ბარსელონა” ფერანის სანაცვლოდ “მანჩესტერ სიტის”, სავარაუდოდ, ფიქსირებულ 55 მილიონ ევროს გადაუხდის, რაც მას უკვე კატალონიური კლუბის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებულ ესპანელ შენაძენად აქცევს. ეს იმას ნიშნავს, რომ ის დაიკავებს დავიდ ვილიას ადგილს, რომელიც “ბარსას” 2010 წელს 40 მილიონი ევრო დაუჯდა.

წარმოგიდგენთ “ბლაუგრანას” ყველაზე ძვირადღირებული ესპანელი ფეხბურთელების ხუთეულს:

ფეხბურთელი საიდან რამდენად
ფერან ტორესი მან. სიტი 55.000.000
დავიდ ვილია ვალენსია 40.000.000
სესკ ფაბრეგასი არსენალი €34.000.000 + €6.000.000
პაკო ალკასერი ვალენსია  €30.000.000
ჟერარ ლოპესი ვალენსია 21.600.000

ფერანი “ბარსელონას” ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებულ შენაძენებს შორის მე-9 ადგილს დაიკავებს.

“ბარსას” ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშეების ათეული ასე გამოიყურება:

ფეხბურთელი საიდან რამდენად
ფილიპე კოუტინიო ლივერპული 120.000.000 + €40.000.000
უსმან დემბელე დორტმუნდი 105.000.000 + €40.000.000
ანტუან გრიზმანი ატლეტიკო 120.000.000
ფრენკი დე იონგი აიაქსი €86.000.000
ლუის სუარესი ლივერპული 81.700.000
ზლატან იბრაჰიმოვიჩი ინტერი 69.500.000
მირალემ პიანიჩი იუვენტუსი 60.000.000
ნეიმარი სანტოსი 57.000.000
ფერან ტორესი მან. სიტი 55.000.000
მალკომი ბორდო 41.000.000
sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (6)

  • azulgerana
    schedule 29 დეკ 2021, 12:01
    #6

    აზრზე ხარ პროსტა რა ფულებია წყალში გადაყრილი?

  • nika 54
    schedule 28 დეკ 2021, 16:42
    #5

    კრიზისი მძაფრდება, ფასები კი მაინც არ კლებულობს. ყველა გუნდი დასახურია ვინც ამხელაზე ააგდო ფასები გინდა პსჟ და გინდა სიტი. უეფა რას მიკეთებს მარტო ფულს ითვლის, გუნდებს არ უნდა დაეხმაროს ამ შეიხებმა რო იყიდეს ყველაფერი.

  • El pistolero 9
    schedule 28 დეკ 2021, 15:24
    #4

    ციტატა: levanoza
    საღოლ სანდრო-ბარტოს!!!


    რო გადავხედე ტანში გამცრა. ვინები ყავთ მოყვანილი თან რა ფასებში😥😥

  • levanoza
    schedule 28 დეკ 2021, 14:37
    #3

    საღოლ სანდრო-ბარტოს!!!

  • JasoN
    schedule 28 დეკ 2021, 14:05
    #2

    მილიარდზე მეტი დანახარჯია ტრანსფერებში და აქედან მარტო სამმა ფეხბურთელმა.გაამართლა ნეიმარმა სუარესმა და ვილიამ. ნუ დეიონგს ჯერ დასამტკიცებელი აქვს მასზე გაცემული ავანსები. ეს არის გუნდის მენეჯმენტის სრული კრახი და კატასტროფა… კიდე კარგად არის კლუბი რომ საერთოდ არ შეწყვიტა არსებობა ამ არარაობების ხელში!!!

  • EL MAESTRO 6
    schedule 28 დეკ 2021, 13:13
    #1

    კიდევ ერთხელ გამახსენდა რაოდენ სი@ი იყო ბართომეუ🤬🤬, ამან გაამართლოს და 55 მილიონს ნეტა ის 10 მილიონიც მალევე დაგვემატებინოს