“ბლაუგრანას” 4 ახალგაზრდა ვარსკვლავი ესპანეთის 20 წლამდელ ფეხბურთელთა ნაკრებში რამდენიმე დღით, სავარჯიშოდ გამოიძახეს. ფეხბურთელები 14–16 მარტს მადრიდში, “სიუდად დელ ფუტბოლ დე ლას როზასზე” ივარჯიშებენ. “ბარსა ბ”–დან გამოძახებული მხოლოდ 2 ფეხბურთელი: მარკ მუნიესა და კრისტიან ტელიოა. “ხუვენილ ა”–დან კი მადრიდში სერხი გომესი და ხავიერ ესპინოსა გაემგზავრებიან. უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ კატალონიური კლუბიდან ყველაზე მეტი ფეხბურთელია გამოძახებული. ამ 4 ფეხბურთელთან ერთად ასევე გამოძახებულია მარტი რივეროლაც, რომელიც ამჟამად არენდით ჰოლანდიური “ვიტესის” სახელით გამოდის.
სრული ჩამონათვალი კი ასე გამოიყურება:
ალმერია: ანტონიო მანუელ ლუნა როდრიგესი.
არსენალი: მიგელ იგნას პონსი.
ატლეტიკო მადრიდი: კოკე, ხორხე პულიდო და ბორხა გონსალეს ტომასი.
ბარსელონა: მარკ მუნიესა, სერხი გომესი, ხავიერ ესპინოსა და კრისტიან ტელიო.
ბოლტონი: როდრიგო მორენო.
ესპანიოლი: ედგარ ბადია გუარდიოლა და ალბერტ ბლასკეს რობლესი.
გირონა: სერხიო კონტანტ გალიარდო “კეკო”.
რეალ ბეტისი: ეზეკიელ კალვენტე კრიადო.
რეალ მადრიდი: ალვარო მორატა.
რეალ სოსიედადი: მარტინეს ბერიდი.
რეალ სარაგოსა: ალეხანდრო სანჩეს ბენიტესი “ალექსი”.
სამპდორია: პედრო მბა ობიანგი.
ვალენსია: ფრანცისკო რომან ალარკონ სუარესი “ისკო”.
ვიტესი: მარტი რიველორა.