მარლონი: “სასუოლო” “ბარსელონას” ჰგავს

მარლონი: “სასუოლო” “ბარსელონას” ჰგავს

“ბარსელონადან” “სასუოლოში” ახლახანს გადასული ბრაზილიელი ცენტრალური მცველი მარლონ სანტოსი მის ამჟამინდელ და ყოფილ კლუბებს ერთმანეთს ამსგავსებს.

“ძალიან მიხარია, რომ “სასუოლოში” გადმოვედი. მადლობა კლუბის ხელმძღვანელობას ნდობისთვის. მოუთმენლად ველი იმ მომენტს, როდესაც თავის გამოჩენის შანსს მივიღებ. “სასუოლოს” ფილოსოფია “ბარსელონას” კონცეფციას ჰგავს, ამიტომ ადაპტირება გამიადვილდება.

სერია A-ში ბევრი ბრაზილიელი მცველი წარმატებით გამოდიოდა. იმედი მაქვს, რომ იტალია ჩემი ფეხბურთელად ზრდისთვის შესაფერისი ადგილი იქნება. ჩემი კუმირები ტიაგო სილვა და სერხიო რამოსი არიან. მინდა, მათ დონეს მივაღწიო.” – ციტირებს მარლონის სიტყვებს Football Italia.

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (21)

  • George W. Bush
    23 აგვ 2018, 12:13

    ციტატა: kaikaci

    ციტატა: George W. Bush
    ეხლა აქ რეალზე ბევრი დაიწერა და მინდა გითხრათ რეალი არავის არ ეხატება გულზე მთელ ევროპაში და ყველამ ყველაფერი მშვენივრად იცის მაგრამ ბარსელონამ რო რომასთან ჩაისვარა სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ესაც რეალის კისერზეა? ბარსელონაც არ იყო ამ წლებში მოწოდების სიმაღლეზე თორემ მსაჯები ვერ უშველიდნენ რეალს

    ეს პიტალო მენახშირე კიდე სასუოლოსთან შედარებით ბარსელონას შეურაცხყოფას აყენებს და თან ვერც ხვდება ამას


    დაიცა აბა რო გადავიდა ახალ გუნდში რა უნდა ეთქვა? სასუოლო ფარჩაკების გუნდია და ეს ჩემს კარიერაში უკან გადადგმული ნაბიჯიაო? ან ეს სად მოვხვდი გაგებაში არ ხართ ფეხბურთშიო?


    უნდა ეთქვა რო კარგი გუნდია სასუოლო მაგრამ ბარსელონას ფილოსოფია ბარსელონას ფილოსოფიაა და ვიღაც ფარჩაკ იტალიურ გუნდთან მისი შედარება მკრეხელობა და აფერისტობაა