კატალონიური Sport-ის ცნობით, “ბარსელონა”, სეზონის მე-4 შენაძენს ოფიციალურად დღეს დაადასტურებს.
“ბარსელონას” რიგებს ბელგიური “ეიპენის” 19 წლის სენეგალელი მარჯვენა მცველი მუსა ვაგე შეავსებს.
ვაგე, თავდაპირველად, “ბარსა ბ”-ში ჩაირიცხება, მაგრამ პირველ გუნდში მალევე დაწინაურდება. ის ნელსონ სემედუს რეზერვისტი იქნება, რაც სერჟი რობერტოს ნახევარდაცვაში თამაშის საშუალებას მისცემს.
წყაროს ცნობით, ახალგაზრდა ფეხბურთელი უკვე ბარსელონაშია და მალე სამედიცინო შემოწმებას გაივლის, რის შემდეგაც ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდება.
მუსა ვაგე “ეიპენში” 2017 წლიდან თამაშობს. ბელგიის ჩემპიონატში მან 40 შეხვედრა ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა. მიუხედავად იმისა, რომ ვაგე ჯერ მხოლოდ 19 წლისაა, მან სენეგალის ნაკრებში უკვე 12 შეხვედრის ჩატარება და 1 გოლის გატანა მოასწრო.
წარმატებები.ეს ნოჭიერი ბიჭია.პალენსიას დააწინაურონ ჯობია.თქვენ რას ფიქრობთ?
წარმატებები
ვაგეს მოსვლაზე ადრეც იწერებოდა. იქნებ რამე ეშველოს ბარსა B-ს. ასეთი ცუდი შედეგები, რომ აქვს არ არის კლუბის შესაფერისი. ნორმალური სამწვრთნელო შტაბიც უნდა მეორე გუნდს
მოსულია ვიდალი 99%ით, ჩილეს ოფიციალურმა ტვიტერმა დაადასტურა
მაგარია მეგობარო