21 წლის ბრაზილიელი შემტევი მალკომი ბარსელონაში დღეს, შუა ღამით ჩავა. ამ ინფორმაციას RAC1 ავრცელებს.
ფეხბურთელი, რომელიც გუშინ “რომაში” გადასვლასთან ძალიან ახლოს იყო, “ბარსელონას” მოთამაშე ოფიციალურად დღეს გახდება. კატალონიელები “ბორდოს” 41 მილიონს ევროს გადაუხდიან, ფეხბურთელთან კი 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებენ.
ტრანსფერზე ოფიციალური ინფორმაციის გავრცელება უახლოეს საათებშია მოსალოდნელი.
გილოცავთ!!! ოფიციალურად მალკომი დავითრიეთ 41 მილიონ ევროდ პლიუს ბონუსის სახით 1 მილიონი ანუ მაქსიმუმ 42 მილიონი დაგვიჯდეს, კონტრაქტი ხუთ წლიანია!!! მშვენიერია!!! ზუსტად ეს მინდოდა წლებია თან!!!
მომწონს ეს ბიჭი მაგრან ამ კაცის გადმოყვანის აზრს ვერ ვხვდები, როგორც თავის დროზე გომეშის მოყვანის აზრს ვერ ვხვდებოდი. თამაშობს მარჯვნივ სადაც ამაზე გაცილებით უკეთესი ფეხბურთელევი გვყავს. მუნირი მე ამ კაცს ვარსასთვის მირჩევნია მაშინ, როცა ვხვდები რომ ტოპ ნახ მცველს აღარ იყიდიან. პლიუს მარცხენა ფლანგზე ისევ არავინაა. ჩემი აზრით მარცხნივ დემბოს მოიაზრებენ, მაგრამ დაიწყება მალე სეზონი და ვნახოთ რა იქნება
რატომ ვიყიდეთ მალკომი და მარცხენა ფლანგს ვის ვუტოვებთ? :დ პირველი ის, რომ პაკო და მუნირი არ არიან სანდოები, ვერცერთ მნიშვნელოვან თამაშში ვერ დააყენებ ძირითადში სუარესს რომ რამე მოუვიდეს, მუთუმეტეს ჩემპ ლიგაზე. მალკომის მოსვლით შესაძლებლობა იქმნება, რომ მესიმ ცენტრში შემოიწიოს ცრუ ცხრიანზე და დემბელე-მალკომი ფლანგებზე გადანაწილდნენ.(დემბელე ორივე ფეხს მშვენივრად ხმარობს და ამავდროულად მარცხენა ფლანგი უცხო არ არის მისთვის). მეორე კიდევ ის, რომ დემბელეს ძალიან ძლიერი კონკურენტი გამოუჩნდა და მოტივაციაა ორივე ფეზბურთელისთვის ძირითადში მოსახვედრად, თამაშის ხარისხზე დადებითად იმოქმედებს, რა თქმა უნდა. მალკომის პლუსებზე აღარ დავიწყებ ლაპარაკს, ისედაც ყველაფერი კარგად ეტყობა რა ტალანტიცაა. მოკლედ ძალიან ბევრი ვარიაციის შესაძლებლობას ქმნის მალკომის მოსვლა, მთავარია ვალვერდებ სწორად გამოიყენოს.
Mundodeportivo -მ დადო შემდეგი ინფო, რომ მალკომის ტრანსფერი მთლიანობაში 43 მილიონი ევრო დაჯდება (ბონუსის ჩათვლით) ბონუსი იქნება 2 მილიონი ევრო, ანუ 41 მილიონს ვიხდით და შემდეგ შეიძლება 43 მილიონი გახდეს სატრანსფერო თანხა, რაც შეეხება გამოსასყიდ თანხას, კლაუსულა 400 მილიონი ევრო იქნება, ხუთწლიანი კონტრაქტით, რაც შეეხება ხელფასს, თითქმის იგივე ხელფასი ექნება, რაც რომაში უნდა ჰქონოდაო ანუ 2.5 ზე ცოტა მეტი ალბათ.
ძალიან გამიხარდა ეს კაცი როიყიდეს კარგახანია ვუყურებ და ძალიან მომწონს რაც შეეხება პოზიციას მარცხენა ფლანგზე დემბელე გადავა ისე ეგაგპოზიციაზე თამაშობდა დორტმუნდის და დორტმუნდშიც ხშირად იყენებდნენ მარცხენა ფლანგზე ისედაც დემბო ორივე ფეხით თანაბრად კარგად თამაშობს ერთადერთი რაც დარჩა ბარსას შეტევაში გადასაწყვეტი ისაა რომ ან პაკომ უნდა დაგვტოვეს ან მუნირმა მემგონიუნირს უფრო გაუშვებენ ვიდრე პაკოს
ნეტა ალბამ წელსაც ისე ითამაშოს როგორც შარშან და ეგ ადგილი საფიქრიც აღარ იქნება, ვინ გინდა იყოს, ალბა დაეხმარება.
მომკალით და მაინც ვერ მივხვდი რატომ ვყიდულობთ მალკომს. მიუხედავად იმისა რომ ტალანტია, ფაქტია ეს პოზიცია არ გვჭირდებოდა და რაც ყველაზე მეტად მაწუხებს დემბელეს არ დაარტყას ამისმა ყიდვამ
ორივე კაი ვარიანტია, მაგრამ მე რატომგაც მეეჭვება რომ რომელიმე დაითრიონ. რაღაც არამგონია
ძაან მაინტერესებს შეტევის მარცხენა ფლანგს ვის ვაბარებთ, კოუტინიოს? ეგ კაცი ნახევარმცველია და არა მარცხენა ვინგერი. იმედია არტურის გარდყა მოიყვანენ კიდე ვინმეს ნახ-დაცვაში!
ნეტა შემდეგი ვინ იქნება, 4 ტრანსფერს ხო დაგვპირდა ერიკა 🙂 ვის ფიქრობთ მეოთხეს ?
რახან ტალანტია და რახან ვყიდულობთ უეჭველი ჯანდაბას მაგრამ რეალურად სხვა პოზიცია გვჭირდებოდა და თუ არ იყიდეს ვინმე მაგრად დაგვერხევა. ღმერთმაც ქნას არტურმა ისე ითამაშოს რომ არ დაგვჭირდეს
ანუ შენ ფიქრობ რომ ამაში 76 მილიონს იხდიდა რომა ? :დ არა ბრატ მაგ ფასში სულ შედის ყველანაირი ფასი , ბორდო და კორინთიასი ერთმანეთში მოგვარდებიან
ძმებო ერთი ფაქტი გამორჩა საერთოდ ყველა საიტს, ბორდო მალკომის უფლებების 50% ფლობს მხოლოდ, დანარჩენი 50 კორინთიასის იქნება ან ამ 50% -ის რაღაცა ნაწილი მათი იქნება და რაღაცა ნაწილი კერძო კომპანიების, იმედია იაფში დავითრევთ დანარჩენ 50%- ს, ისე ბორდომ ეს 50% 5 მილიონად იყიდა და თუ ელასტიური ფასი არ აქვს მიდ უფლებებს მაშინ მშვენიერია, ანუ მემგონი მაგ შემთხვევაში 5 მილიონად ვიყიდით დანარჩენ 50% – ს, მაგრამ მემგონი ფეხბურთელის ფასის ზრდასთან ერთად, მისი უფლებების ფასიც იზრდება და საინტერესოა რა ეღირება, ხო კიდევ ერთი, მემგონი ამ 38 მილიონიდან 50% წესით ბორდომ უნდა აიღოს და დანარჩენი კორინთიასმა ან ნაწილი კორინთიასმა და ნაწილი კერძო კომპანიებმა თუ კერძო კომპანიებს აქვთ მისი უფლებების რაღაცა გარკვეული წილი.