ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 26 თებერვალი

ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 26 თებერვალი

წარმოგიდგენთ რუბრიკას “ერთი დღე “ბარსელონას” ისტორიაში”. ამჯერად შემოგთავაზებთ “ბარსელონასთან “დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 26 თებერვალს მოხდა.

თამაშები

26 თებერვალს “ბარსელონას” 23-ჯერ უთამაშია. კატალონიელებმა 9 მატჩი მოიგეს, 8 ფრედ დაასრულეს და 6 წააგეს.

1994 წელი

“დეპორტივოსთან” 3-0 მოგებულ შეხვედრაში რონალდ კუმანმა ლა ლიგაში 150-ე თამაში ჩაატარა.

1997 წელი

ესპანეთის თასის 1/4 ფინალის პირველ მატჩში, მადრიდში, “ატლეტიკომ” და “ბარსელონამ” 2-2 ითამაშეს. ნაკრებში ყოფნის გამო სტუმრებს რონალდო და ჯოვანი არ ჰყავდათ. “ბარსელონას” მხრიდან ორივე გოლი პიციმ გაიტანა. შეხვედრა იმდენად უხეში გამოდგა, რომ მსაჯს მისი შეჩერება მხოლოდ პირველ ტაიმში 58-ჯერ მოუხდა.

1997 წელი

დაიბადა “ბარსელონას” ყოფილი ფეხბურთელი მალკომი. 2018/19 წლების სეზონში მან “ბლაუგრანას” მაისურით 25 თამაში ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა.

2000 წელი

ელ კლასიკოში” 6 მატჩიანი წაუგებელი სერია დასრულდა. “ბარსელონა” “სანტიაგო ბერნაბეუზე” 0-3 განადგურდა.

2011 წელი

“მალიორკასთან” სტუმრად 3-0 მოგებულ შეხვედრაში ჟერარ პიკემ ლა ლიგაში მე-100 თამაში ჩაატარა, ხოლო მარტინ მონტოიას “ბარსელონაში” დებიუტი ჰქონდა.

2012 წელი

ლეო მესიმ “ბარსას” “ატლეტიკოსთან” ამ შესანიშნავი ჯარიმით მოაგებინა.

2013 წელი

ესპანეთის თასის 1/2 ფინალის განმეორებით მატჩში “ბარსელონა” “რეალ მადრიდთან” საკუთარ კედლებში 1-3 დამარცხდა და ფინალს მიღმა დარჩა. მასპინძელთაგან ერთადერთი გოლი ჟორდი ალბამ გაიტანა.

2017 წელი

“ატლეტიკოსთან” სტუმრად 2-1 მოგება “ბარსელონას” დამრიგებლისთვის, ლუის ენრიკესთვის ლა ლიგაში მე-100 თამაში გამოდგა.

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი

კომენტარები (3)

  • me da barca
    27 თებ 2021, 00:19

    ციტატა: nika 54
    სანამ კურტუა კედელს აყენებდა, ჩავი მივიდა ლეოსთან და ჩაუჩურჩულა, მსაჯს სასტვენი არ უნახებია და მიდი გაუშვიო, ლეომაც გაუშვა. ამ გოლის მერე მაგარი ჩხუბი წავიდა მადრიდელები აპროტესტებდნენ არაკაცური იყოო მოულოდნელი დარტყმაო. თითქოს ჩვენ ლივერპულმა არ მოგვატყუა მეოთხე გოლზე.


    და ცხვირბანჯგვლა კურტუამ გაპარჭყა ხელები.

  • Bobi
    26 თებ 2021, 18:28

    კლასიკოსთვის არ ყოფილა კარგი დღე

  • nika 54
    26 თებ 2021, 14:29

    სანამ კურტუა კედელს აყენებდა, ჩავი მივიდა ლეოსთან და ჩაუჩურჩულა, მსაჯს სასტვენი არ უნახებია და მიდი გაუშვიო, ლეომაც გაუშვა. ამ გოლის მერე მაგარი ჩხუბი წავიდა მადრიდელები აპროტესტებდნენ არაკაცური იყოო მოულოდნელი დარტყმაო. თითქოს ჩვენ ლივერპულმა არ მოგვატყუა მეოთხე გოლზე.