ცნობილი გამონათქვამები ლიონელ მესიზე

ცნობილი გამონათქვამები ლიონელ მესიზე

პეპ გვარდიოლა გვირჩევს, არ ვილაპარკოთ და ვწეროთ მესიზე, არამედ ვუყუროთ მის თამაშს. თუმცა, სანამ მესი ისვენებს და მისი თამაშის ხილვის ბედნიერება არ გვაქვს, გავიხსენოთ ცნობილი ადამიანების ცნობილი გამონათქვამები არგენტინელ გენიოსზე.

არდა თურანი

“ლეო მესის მსგავსი სხვა არავინ მინახავს. ის ღმერთისგან შექმნილი სასწაულია! მომწონს, როდესაც ის მოედანზე იმყოფება. ეს შური არაა – თავს კარგად ვგრძნობ, როდესაც ის, მაგალითად, ვინმეს ბურთს ფეხებშუა უტარებს.”

ხრისტო სტოიჩკოვი

“ერთხელ ჩემზე თქვეს, რომ ჩემი შეჩერება მხოლოდ პისტოლეტითაა შესაძლებელი. დღეს, მესის შესაჩერებლად ტყვიამფრქვევია საჭირო.”

რადომირ ანტიჩი

“მესი ფეხბურთის მოცარტია.”

ჩავი

“აშკარაა, რომ მესი ყველა დანარჩენზე მაღლა დგას. ვინც ამას ვერ ხედავს – ბრმაა.”

ლუიშ ფიგუ

“ჩემთვის, მესის თამაშის ყურება სიამოვნებაა. ეს ორგაზმს ჰგავს – დაუჯერებელი სიამოვნებაა.”

კარლეს პუიოლი

“ამ “ბარსას” დაიმახოვრებენ, როგორც მესის “ბარსას”. ის ყველაფერზე მაღლა დგას, რაც კი ოდესმე მინახავს. ის უცხოპლანეტელია.”

ლუის ენრიკე

“ეჭვგარეშეა, რომ მესი მსოფლიოში საუკეთესოა და ჩემი აზრით, ისტორიაში საუკეთესოც.”

სამუელ ეტო’ო

“მესი ღმერთია, როგორც ადამიანი და განსაკუთრებით, როგორც ფეხბურთელი. მას ბავშვობიდან ვიცნობ და მის ზრდას ვაკვირდებოდი. მან ეს ყველაფერი დაიმსახურა.”

ხავიერ მასკერანო

“ის, სავარაუდოდ, ადამიანი არაა, მაგრამ კარგია, რომ თავად ჯერ კიდევ ასე ფიქრობს.”

რეი ჰადსონი

“ამბობენ, რომ ღმერთისთვის, ყველა ადამიანი თანასწორია. მესი კი ამ სიტყვებში სერიოზულად დაგაეჭვებს.”

რომარიო

“ნიუტონი და აინშტაინი, გარკვეულწლილად, აუტისტები იყვნენ. იმედი მაქვს, მათ მსგავსად, მესიც საკუთარ თავს ყოველ დღე აჯობებს და ჩვენთვის შესანიშნავი ფეხბურთის შემოთავაზებას განაგრძობს.”

ჟოზეპ მარია ბართომეუ

“ცხოვრება ლეოსთან ერთად უფრო კარგი, სულ სხვა ფერისაა.”

ანტონიო ლობო ანტუნეში

“ცხოვრებაში სულ  3-4 რამაა მნიშვნელოვანი: წიგნები, მეგობრები, ქალი… და მესი.”

სანდრო როსელი

“ბარსას” მესის მსგავსი ფეხბურთელი მეტჯერ აღარ ეყოლება. მისი სიდიადე ჩანს როგორც მოედანზე, ასევე მის მიღმა.”

ვიქტორია აზარენკა

“მესის თამაშის ყურება ვიდეოთამაშს ჰგავს. რასაც ის მოედანზე აკეთებს, ფანტაზიას სცდება. საოცარია მისი გადაადგილების მანერა, ხოლო როდესაც ის შესაძლებლობას ხედავს, ჯადოქრობას სჩადის.”

ედგარ დავიდსი

“ის ანომალიაა. დანარჩენებმა კი უნდა დაიცადონ, სანამ ის ცოტათი მოუკლებს.”

ბარ რაფაელი

“ნელ-ნელა ვიწყებ დაჯერებას, რომ მესის კლარკ კენტთან (სუპერმენი) კავშირი აქვს.”

ფრანკ რიბერი

“მესი – ეს უმაღლესი დონეა. არის ის და არიან დანარჩენები. რასაც ის აკეთებს, ექსტრაორდინალურია.”

ტიაგო ალკანტარა

“ჩვენ მას ბურთს ვაძლევთ, ვჩერდებით და ვუყურებთ. ხალხი ზოგჯერ მეუბნება, რომ მათ პელესა და მარადონას თამაში უნახავთ. მომავალში მე ვიტყვი, რომ მესის თამაში ვნახე.”

ზინედინ ზიდანი

“ის ყოველთვის წინ მიიწევს. ის არასდროს აკეთებს პასს უკან, ან წინ. მას მხოლოდ ერთი მიზანი აქვს – გოლი. ასე რომ, როგორც ფეხბურთის გულშემატკივარი – უბრალოდ დატკბი ამ შოუთი.”

ტატა მარტინო

“ის ხედავს სივრცეებს, რომლის დანახვაც მხოლოდ თამაშის ტელევიზორში ყურების დროსაა შესაძლებელია. ნორმალური ადამიანი ამას მოედანზე ვერ იზამს.”

ლუის ენრიკე

“მას ადამიანს ნამდვილად ვერ ვამსგავსებ.”

იოჰან კრუიფი

“მსოფლიო ფეხბურთისთვის მესი საგანძურია, რადგან ის სამაგალითოა ბავშვებითვის მთელი მსოფლიოს გარშემო. მესი ისტორიაში ყველაზე მეტ “ოქროს ბურთს” მოიგებს. ის, ხუთ, ექვს, შვიდ ამ ჯილდოს მოიგებს. ის შეუდარებელია. ის სხვა ლიგაში თამაშობს.”

ჯერი არმსტრონგი

“პლატინის, მარადონასა და კრუიფის წინააღმდეგ, ასევე ჯორჯ ბესტთან ერთად მითამაშია. დიდი სახელებია, მაგრამ მათგან ვერცერთი შეედრება მესის. ორი წლის წინ ვთქვი, რომ საუკეთსო, ვის წინააღმდეგაც მითამაშია, მარადონა იყო, ხოლო საუკეთესო, ვისთანაც მითამაშია – ბესტი. მაგრამ, ახლა უნდა ვთქვა, რომ მესის მსგავსი არავინ მინახავს. მას თავისი საკუთარი ლიგა აქვს.”

დიეგო სიმეონე

“დიეგო მარადონა ემოციებით გვავსებდა. თუმცა, ეჭვგარეშეა, რომ მესი მარადონაზე ძლიერია.”

მაქსი როდრიგესი

“ეჭვგარეშეა, რომ შენ სხვა გალაქტიკიდან ხარ. მადლობა, ლეო.”

არსენ ვენგერი

“ვინაა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი? ლიონელ მესი. ვინაა ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი? ლიონელ მესი.”

დიეგო მარადონა

“მე ვხედავ მოთამაშეს, რომელიც არგენტინულ ფეხბურთში ჩემს ადგილს დაიკავებს და მისი სახელია ლიონელ მესი. მესი გენიოსია.”

პელე

“მესი ძალიან მომწონს. ის შესანიშნავი ფეხბურთელია. ტექნიკურად, ჩვენ თითქმის ერთ დონეზე ვართ.”

არდა თურანი

“მესი თუ რონალდუ? დედამიწაზე რონალდუ. მესი სხვა პლანეტიდანაა.”

ზლატან იბრაჰიმოვიჩი

“მესის მარჯვენა ფეხი არ ჭირდება. ის მხოლოდ მარცხენა ფეხს ხმარობს, მაგრამ მაინც მსოფლიოში საუკეთესოა. წარმოიდგინეთ, რა მოხდებოდა, ის რომ მარჯვენა ფეხსაც იყენებდეს. ასეთ შემთხვევაში, სერიოზული პრობლემები გვექნებოდა.”

გარი ლინეკერი

“გენიოსი. პელეს თამაში არასდროს მინახავს… სოუნსი, გულიტი, ვენეიბლზი და ახლა უკვე რუნი თანხმდებიან, რომ მესი საუკეთესოა, ვინც მათ ოდესმე უნახავთ. ის თამაშობს ფეხბურთს, რომელიც ჩვენთვის უცხოა.”

ალბერტ ფერერი

“რომარიოსთან, რივალდოსთან, რონალდოსთან, ლაუდრუპთან და სტოიჩკოვთან ერთად მითამაშია, მაგრამ მესი საუკეთესოა, ვინც კი ოდესმე მინახავს.”

ჟერარ პიკე

“მიხარია, რომ მისი თაობის წარმომადგენელი ვარ. ვფიქრობ, ის სპორტის ისტორიაში საუკეთესო მოთამაშეა.”

კარლოს ბილარდო

“მესი ანატომიის კანონებს ეწინააღმდეგება. მას მუხლში დამატებითი ძვალი უნდა ჰქონდეს.”

კლაას-იან ჰუნტელაარი

“მესი თუ რონალდუ? მესი. რონალდუ კარგია, მაგრამ მესი 10-ჯერ უკეთესი.”

ჯონ ტერი

“ლიონელ მესი აშკარად მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია. მიხარია, რომ მის  წინააღმდეგ მითამაშია. როდესაც კარიერას დავასრულებ, უკან მოვიხედები და მეცოდინება, რომ ძალები საუკეთესოს წინააღმდეგ მოვსინჯე.”

ფაბიო კაპელო

“მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში არასდროს მინახავს, ასეთ პატარა ასაკში ვინმეს ასეთი თვისებები ჰქონოდეს და ასეთი დიდი კლუბის “მძიმე” მაისური ეტარებინოს. თამაშის წინ, ყველაფერი შეიძლება დაგეგმო, მაგრამ მესის შეუძლია ისეთი მოძრაობა გააკეთოს, როგორსაც ვერავინ წარმოიდგენს და თამაშის მიმდინარეობა უცებ შეცვალოს.”

დანი ალვესი

“მესის ღვთაებრივი ნიჭი აქვს.”

ტოსტაო

“მესი მარადონაზე უკეთესია. ის უფრო სრულყოფილია, უფრო თანმიმდევრული და უფრო სანახაობრივი. მან ახალი თამაში გამოიგონა – რეალურისა და ვირტუალურის ნაზავი.”

მარიო გომესი

“იმდენად გიჟი არ ვარ, რომ საკუთარი თავი მესის შევადარო, რადგან ის საუკეთესოა მათ შორის, ვინც ოდესმე ყოფილა და მათ შორისაც, ვინც ოდესმე იქნება.”

როი კინი

“მარადონას დიდი ფანი ვიყავი, მომწონს რონალდუც, მაგრამ მესი საუკეთესოა, ვინც ოდესმე მინახავს. გადამეტებულ ქებას არ ვემხრობი, მაგრამ მესი ამას იმსახურებს. მის თამაშში სუსტ წერილებს ვეძებ და ვერ ვპოულობ.”

ადრიანო გალიანი

“მესი ისტორიაში საუკეთესოა. ამას ამბობს ადამიანი, რომელსაც პელესა და მარადონას თამაში უნახავს.”

ბაკარი სანია

“ის მსოფლიოში საუკეთესოა. ფეხბურთი უფრო მარტივი გეჩვენება, როდესაც ის თამაშობს.”

კობი ბრაიანტი

“ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრებში 10-ნომრიანი მაისურით ისტორიაში საუკეთესო სპორტსმენის, ლიონელ მესის საპატივცემულოდ ვთამაშობ.”

ლუის ფელიპე სკოლარი

“რონალდუს ცხოვრებაში ერთადერთი ცუდი ამბავი მესია. რომ არა ის, რონალდუ, ზედიზედ 5 წლის განმავლობაში, მსოფლიოში საუკეთესო იქნებოდა.”

მაიკლ ოუენი

“არ მჯერა, რომ ვინმეს შეუძლია ფეხბურთი ისე ითამაშოს, როგორც ამას მესი აკეთებს.”

რადამელ ფალკაო

“მესი ნამდვილი ფეხბურთელია, თუ PlauStation-ის გმირი?”

ფრანც ბეკენბაუერი

“მესი გენიოსია. მას ყველაფერი აქვს. როდესაც მას ვუყურებ, ვხედავ ძალიან, ძალიან კარგი თვისებების მქონე და ჭკვიან ფეხბურთელს. მისი მარცხენა ფეხი კი მარადონასას ჰგავს.”

გეორგე ჰაგი

“მესი თუ რონალდუ? კრიშტიანუ რონალდუ ძალიან კარგია, მაგრამ მე მესის ვირჩევ. ის დაუჯერებელია.”

მიგელ ანხელ ლოტინა

“მესისა და რონალდუს შედარება ფეხბურთში უვიცობის გამოვლინებაა. მესი არის მესი და არსებობენ დანარჩენი ფეხბურთელებიც.”

რაული

“ერთ დღეს, მისი თამაში ვნახე. ის ბურთით მირბოდა და 100% სიჩქარეს ავითარებდა. არ ვიცი, რამდენჯერ შეეხო ის ბურთს, შესაძლოა, ხუთი-ექვსჯერ, მაგრამ ბურთი მას ფეხზე ჰქონდა მიწებებული. ეს შეუძლებელია.”

პეპ გვარდიოლა

“ნუ დაწერთ მასზე, ნუ აღწერთ მას. უბრალოდ, უყურეთ.”

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (12)

  • ika9101
    23 ივლ 2018, 21:33

    საერთო ჯამში რონალდოს უკეთესი კარიერა ქონდა ვიდრე მესის და ბოლო 3 წლის გათვალისწინებით რონალდო უკეთესი ფეხბურთელია.

  • Abidal22
    23 ივლ 2018, 11:25

    rom idzaxit es penaldos fanebi 3liga davdet da golebahi jobniso.sheve.i mag golebs mtavatia stili da rogor lamaz fexburts tamahob. da bevrma madridistamac icit ro mesi sauketesoa da yovel el clasicoze kuzavs samefo klubs. (samefo klubi ara y.e)

  • გოგიტა
    23 ივლ 2018, 11:09

    ნუ ვიტყვი ერთ რამეს:მესის საუკეთესო ფორმა ჯობია რონალდოს საუკეთესო ფორმას რაც კი ყოფილან თავიანთ კარიერაში. ეს უბრალოდ ჩემი მოსაზრებაა

  • MR INI
    23 ივლ 2018, 10:38

    ჰადსონის და მასკესი ყველაზე მეტად მომეწონა

  • ბათუმსკი92
    23 ივლ 2018, 01:21

    ციტატა: royal madrid…..

    ციტატა: achi del barça

    ციტატა: royal madrid…..

    ციტატა: M10 S9 D11
    გამოვა მერე ვიღაც უვიცი პენალდოს პერსო ფანი ან მადრიდისტა და გეტყვის რონალდო ჯობია მესისო დაასკდეს პენალდო მესის დღეში სამჯერ


    ამით სხვის აზრს აყენებ შეურაცხყოფას … უვიცობა რა შუაშია მსოფლიო ორადაა გაყოფილი ამ შემთხვევაში … ჩემთვის რონალდუა ისტორიაში საუკეთესო ვისთვის მესი ვისთვის ინიესტა…..გამოვიდე ამის გამო და ყველას უვიცი ვეძახო ძაან უადგილოა ….


    მესი რონალდოს ჯობია ვინც ამბობს მაგალითად გატანილი გოლები და ჩემპ ლიგა მოაქვს. მაშინ როცა მესი გოლებში ჯობნის და ჩემპ ლიგას თუ ვერ დებს, ლალიგას თებერვალში იგებზ. ბოლო 3 ლიგიდან 2უშუალოდ მსაჯმა რომ მოგაგებინათ ეგეც ფაქტად რჩება


    ჯერ ერთი მესი რონალდუ გემოვნების ამბავია და მეორეც ზედიზედ 3 ლიგა დავდეთ და თუ გინდათ მსაჯების ნაჩუქარი დაუძახეთ არაა პრობლემა…


    საიდან მოიტანე რო სამყარო ორადაა გაყოფილი ამას მხოლოდ მადრიდისტა თუ იტყვის ან ფუხბურთის გაგებაში რო არა

  • Messi, Iniesta
    23 ივლ 2018, 00:46

    მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდები როგორ შესანიშნავად აფასებენ მესის. აიი სიტყვები არ მყოფნის მესი ისეთი გასაოცარია, ის შეუდარებელია. ამის შემდეგ ვინც იტყვის რონალდუ მესის ჯობიაო მ ო ვ კ ლ ა ვ !

  • royal madrid…..
    22 ივლ 2018, 20:11

    ციტატა: achi del barça

    ციტატა: royal madrid…..

    ციტატა: M10 S9 D11
    გამოვა მერე ვიღაც უვიცი პენალდოს პერსო ფანი ან მადრიდისტა და გეტყვის რონალდო ჯობია მესისო დაასკდეს პენალდო მესის დღეში სამჯერ


    ამით სხვის აზრს აყენებ შეურაცხყოფას … უვიცობა რა შუაშია მსოფლიო ორადაა გაყოფილი ამ შემთხვევაში … ჩემთვის რონალდუა ისტორიაში საუკეთესო ვისთვის მესი ვისთვის ინიესტა…..გამოვიდე ამის გამო და ყველას უვიცი ვეძახო ძაან უადგილოა ….


    მესი რონალდოს ჯობია ვინც ამბობს მაგალითად გატანილი გოლები და ჩემპ ლიგა მოაქვს. მაშინ როცა მესი გოლებში ჯობნის და ჩემპ ლიგას თუ ვერ დებს, ლალიგას თებერვალში იგებზ. ბოლო 3 ლიგიდან 2უშუალოდ მსაჯმა რომ მოგაგებინათ ეგეც ფაქტად რჩება


    ჯერ ერთი მესი რონალდუ გემოვნების ამბავია და მეორეც ზედიზედ 3 ლიგა დავდეთ და თუ გინდათ მსაჯების ნაჩუქარი დაუძახეთ არაა პრობლემა…

  • achi del barça
    22 ივლ 2018, 18:53

    ციტატა: royal madrid…..

    ციტატა: M10 S9 D11
    გამოვა მერე ვიღაც უვიცი პენალდოს პერსო ფანი ან მადრიდისტა და გეტყვის რონალდო ჯობია მესისო დაასკდეს პენალდო მესის დღეში სამჯერ


    ამით სხვის აზრს აყენებ შეურაცხყოფას … უვიცობა რა შუაშია მსოფლიო ორადაა გაყოფილი ამ შემთხვევაში … ჩემთვის რონალდუა ისტორიაში საუკეთესო ვისთვის მესი ვისთვის ინიესტა…..გამოვიდე ამის გამო და ყველას უვიცი ვეძახო ძაან უადგილოა ….


    მესი რონალდოს ჯობია ვინც ამბობს მაგალითად გატანილი გოლები და ჩემპ ლიგა მოაქვს. მაშინ როცა მესი გოლებში ჯობნის და ჩემპ ლიგას თუ ვერ დებს, ლალიგას თებერვალში იგებზ. ბოლო 3 ლიგიდან 2უშუალოდ მსაჯმა რომ მოგაგებინათ ეგეც ფაქტად რჩება

  • royal madrid…..
    22 ივლ 2018, 18:03

    ციტატა: MESSI-N1 4ever
    პელე რა კლეეეაა ტოოო აი უკიდეგანო სირრრიიიი
    რამდენიმე მიზეზი რატო არი შამბალა და არა რაიმე საუკეთესოს მზგავსი:
    1 გატანილი 1200 გოლიდან 500 ამხანაგურებში აქ გატანილი, სადაც ზოგჯერ პატიმრებს ეთამაშებოდა
    2 დარჩენილი 700 გოლიდან მინიმუმ ნახევარი აფსაიდიდან გაიტანა
    3 პრაქტიკულად არყავდა კონკურენტი, ფეხბურთის განვითარბა ნული, ტაქტიკა ნული, ჩანასახი იყო ჯერ კიდე ფეხბურთის
    4 გუნდების რაოდენობა მუნდიალზე.ძალიან ცოტა იყო
    5 არ უთამაშია ევროპაში არასდროს (საკლუბო)
    6 1970 ში მთელი ჩემპიონატი ტრამვა ქონდა და მაინც მის მოგებულად თვლის ეგ ნაბი@@ვარი
    7 ყველაფერი აქედან გამომდინარე დაეხიოს მესის კიარა რონალდოს კიარა დემბელეც კი მაგაზე მაღალი დონის იგროკია


    რაის დემბელე sweat_smile რას არ ნახავ კაცი sweat_smile მთავარი კი აქედან ისაა რომ პელემ ფეხბურთი ევოლუციის გზაზე დააყენა და მისი წვლილიცაა რომ დღეს ფეხბურთი ასეთი განვითარებულია … დღემდე მიდის დავა მსოფლიოში მარადონა თუ პელე … ბოლობოლო ფეხბურთს მეფეს ეძახიან და დამბელე რანაირად ჯობია joy იმაში გეთანხმები რომ ტაქტიკური მონახაზი არ არსებობდა … ადრე თუ ინდივიდუალიზმი და კლასი იგებდა თამაშს დღეს სწორი ტაქტიკა იგებს …

  • royal madrid…..
    22 ივლ 2018, 17:14

    ციტატა: M10 S9 D11
    გამოვა მერე ვიღაც უვიცი პენალდოს პერსო ფანი ან მადრიდისტა და გეტყვის რონალდო ჯობია მესისო დაასკდეს პენალდო მესის დღეში სამჯერ


    ამით სხვის აზრს აყენებ შეურაცხყოფას … უვიცობა რა შუაშია მსოფლიო ორადაა გაყოფილი ამ შემთხვევაში … ჩემთვის რონალდუა ისტორიაში საუკეთესო ვისთვის მესი ვისთვის ინიესტა…..გამოვიდე ამის გამო და ყველას უვიცი ვეძახო ძაან უადგილოა ….

  • Dato112
    22 ივლ 2018, 16:34

    ციტატა: M10 S9 D11
    გამოვა მერე ვიღაც უვიცი პენალდოს პერსო ფანი ან მადრიდისტა და გეტყვის რონალდო ჯობია მესისო დაასკდეს პენალდო მესის დღეში სამჯერ


    5 jerac tu unda 😀

  • barca`barca
    22 ივლ 2018, 16:17

    გენიოსი <3