workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მესის შემოსავალი – სპორტსმენებში მე-2 და ფეხბურთელებში პირველი

მესის შემოსავალი – სპორტსმენებში მე-2 და ფეხბურთელებში პირველი

ავტორიტეტულმა ამერიკულმა გამოცემამ, Forbes-მა, ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენების რეიტინგი განაახლა და გაირკვა, რომ ლეო მესი სპორტსმენებში მეორე, ხოლო ფეხბურთელებში პირველ ადგილს იკავებს.

პირველ ადგილზე ცნობილი მოკრივე ფლოიდ მეივეზერია, რომელმაც კონორ მაკგრეგორთან ისტორიულ ბრძოლაში მოგებით გვარიანად იხეირა და მისმა წლიურმა შემოსავალმა 285 მილიონი ამერიკული დოლარი შეადგინა.

მესი მეივეზერს დიდი სხავობით ჩამორჩება, მაგრამ წელიწადში 111 მილიონი დოლარიც არაა მცირე შემოსავალი.

მე-3 ადგილზე, წლიური 108 მილიონით, კრიშტიანუ რონალდუ გავიდა.

შემდეგ მოდიან: კონორ მაკგრეგორი (99 მილიონი), ნეიმარი (90 მილიონი), ლებრონ ჯეიმსი (85.5 მილიონი), როჯერ ფედერერი (77.2 მილიონი), სტეფ კარი (76.9 მილიონი), მეტ რაიანი (67.3  მილიონი), მეტიუ სტეფორდი (59.5 მილიონი).

“ბარსელონას” ფეხბურთელებიდან ასეულში მოხვდა ლუის სუარესიც, რომელიც წლიური 26.9 მილიონით მე-60 პოზიციაზე გავიდა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (3)

  • Guro messi
    schedule 07 ივნ 2018, 12:02
    #3

    მეივეზერი უუფ

  • Goga 10
    schedule 07 ივნ 2018, 01:03
    #2

    გამარჯობათ ქულებო ახალი ვარ და მიმიღებთ!

  • dshvelidze
    schedule 07 ივნ 2018, 01:00
    #1

    ციტატა: sebiskver
    რა მაყუთს ჭრიან ეს ჩემისები smiley


    აბა ჩემი.ჩვენ კიდე კაპიკებს დავზდევთ.და გვაწყდება ნერვები
    blush