"ბარსელონამ", შესაძლოა, რაფინია ბელერინის ტრანსფერში ჩართოს
კატალონიის "ბარსელონა" მზადაა, არსენალის 22 წლის მარჯვენა მცველის, ექტორ ბელერინის ტრანსფერში რაფინია ალკანტარა ჩართოს. Marca-ს თანახმად, 24 წლის ნახევარმცველი ლონდონელთა მთავარი მწვრთნელის, არსენ ვენგერის რადარზე მოხვდა.
ბრაზილიელი ფეხბურთელი, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ბარსას" დატოვებასთან ახლოსაა და მეტი სათამაშო სურს, ინგლისელთა წინადადებამ დააინტერესა. მის მიმართ ინტერესს ასევე იჩენს ტურინის "იუვენტუსი".
ამჟამად, რაფინიას ღირებულება 30 მილიონი ევროა და ესპანური პრესის ცნობით კატალონიელები ბრაზილიელი ფეხბურთელის გამოყენებას აპირებენ მათი ერთ-ერთი უმთავრესი სატრანსფერო მიზნის შესასრულებლად. თუმცა, დიდი ალბათობით, მათ კიდევ მოუწევთ გარკვეული თანხის დამატება "მეთოფეთა" მარჯვენა მცველის სანაცვლოდ.
გუნდის ახალი მწვრთნელი, ერნესტო ვალვერდე თვლის, რომ ეს ტრანსფერი ყველასთვის ხელსაყრელი იქნება, რადგან თუ მარკო ვერატის ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟი საბოლოოდ ტრანსფერის გაოფიციალურებით დასრულდა, რაფინიას სათამაშო დრო საგრძნობლად შემცირდება.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 9 ]