მესი რივალდოსა და ალკანტარას დაეწია

მესი რივალდოსა და ალკანტარას დაეწია

დანიურ "კოპენჰაგენთან" გამართულ მატჩშ შესრულებულმა დუბლმა ლეო მესის საშუალება მისცა "ბარსელონას" ორ ლეგენდას, ბრაზილიელ რივალდოსა და ფილიპინელ პაულინიო ალკანტას დასწეოდა გატანილი გოლების რაოდენობით.

გუშინდლამდე, ევროტურნირებზე "ბარსას" საუკეთესო ბომბარდირი რივალდო იყო 31 გატანილი გოლით, ახლა კი, მას მხარში მესი ამოუდგა, რომელსაც ამდენჯერვე აქვს მეტოქეთა კარი აღებული. ბრაზილიელმა ჩემპიონთა ლიგაზე 25 გოლი გაიტანა, უეფას თასზე , ხოლო ევროპის თასზე - 1. რაც შეეხება არგენტინელს, მან ჩემპიონთა ლიგაზე 29-ჯერ გამოიჩინა თავი, ხოლო მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე მეტოქეთა კარი 2-ჯერ აიღო. აღსანიშნავია, რომ 25 გოლიდან რივალდომ ლიგის ძირითად ბადეში 22 გაიტანა, აქედან 20 ჯგუფურ ეტაპზე. რაც შეეხება მესის, მისი 25-ივე გოლი ძირითად ბადეზე მოდის, აქედან 12 პლეი-ოფის მატჩებზე.

ახლა მესის უკვე "ბარსას" მაისურით ჩატარებულ ოფიციალურ მატჩებში 137 გოლი აქვს გატანილი, რაც გუნდის პაულინიო ალკანტარას მიერ ნაჩვენები შედეგის იდენტურია. ეს შედეგი კლუბის ისტორიაში მეხუთეა. უფრო მეტი გოლი მხოლოდ ხოსეპ ესკოლას (164), ხოსეპ სამიტიერს (178), ლადისლაუ კუბალასა (196) და სეზარ როდგირესს (235) აქვთ. ვინაირადნ მესი ჯერ მხოლოდ 23 წლისაა, მას ნამდვილად ხელეწიფება კლუბის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირად გახდომა.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.