"ბარსელონას" ფორმა 2017/18 წლების სეზონისთვის
"ბარსელონას" ახალი ფორმის დიზაინი ოფიციალურად დადასტურდა. კატალონიურმა კლუბმა, ოფიციალურ ვებგვერდზე, ახალი ფორმის სურათი რამდენიმე წუთის წინ გამოაქვეყნა.
მიმდინარე წლის 1 ივლისიდან, "ბარსელონას" მთავარი სპონსორი Rakuten იქნება. სწორედ ამ იაპონური ფირმის რეკლამა ამშვენებს კატალონიური კლუბის ახალ ფორმას, რომელიც გაყიდვაში 1 ივნისს გამოვა. მისი შეძენა შეგეძლებათ მისამართზე: Nike.com/FCB.
პირველი ფორმა, რა თქმა უნდა, ტრადიციულ, მუქ ლურჯ და ბროწულის ფერებშია. კისრის არეში კი ფორმას კატალონიის დროშის ფერები მიუყვება.
ფორმას, შიგნიდან, მარჯვენა მხარეს, Forca აწერია, ხოლო მარცხენა მხარეს - Barca.
ახალი ფორმის მორგების შემდეგ კომენტარი გააკეთა "ბარსას" ვარსკვლავმა, ნეიმარმა: "ბარსელონას" ახალი ფორმის ჩაცმა სიამაყითა და ოპტიმიზმით აღმავსებს. ის თანამედროვეობის შთაბეჭდილებას ტოვებს."
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 19 ]