workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მატჩის პრევიუ: “ბარსელონა” – “რომა”

მატჩის პრევიუ: “ბარსელონა” – “რომა”

დღეს, ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური ეტაპის პირველ მატჩში, “ბარსელონა” “კამპ ნოუზე” “რომას” უმასპინძლებს.

გუშინდელი სავარჯიშო სესიის შემდეგ, კატალონიელთა მთავარმა მწვრთნელმა, ერნესტო ვალვერდემ გუნდის განაცხადი დაასახელა (იხილეთ ფოტოზე).

ბოლო შედეგები (W-მოგება, D-ფრე, L-წაგება)

“ბარსელონა” – W D W D W W W W W D

“რომა” – W W W L L W W W W D

წინასამატჩო კომენტარები

ჟორდი ალბა: “სუფთა ფურცლის შენახვა საკვანძო ამოცანა იქნება. “რომა” მკაცრი იქნება, ვინაიდან ისინი კომპაქტურები არიან, ამიტომაც გულშემატკივართა მხარდაჭერა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იქნება.”

ერნესტო ვალვერდე: “გასაკვირი არაა, რომ “რომა” ბოლო რვა გუნდთა შორისაა. ისინი დაცვასა და შეტევაში კარგები არიან. ეს ადვილი არ იქნება.”

სტატისტიკა

ისტორიული გაკვეთილი! დღევანდელი თამაში “ბარსელონასა” და “რომას” შორის მეხუთე ოფიციალური მატჩი იქნება. წინა ოთხი 2001/02 და 2015/16 სეზონების ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე შედგა. ბოლო მატჩში კატალონიელებმა რომაელები გამანადგურებელი ანგარიშით, 6:1 დაამარცხეს.

ელიტური ნათება! “ბარსელონა” ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ ეტაპზე ზედიზედ მე-11 სეზონია გადის.

მოგონებები! “რომა” საპასუხო მატჩში “ბარსელონას” “ოლიმპიკ სტადიონზე” უმასპინძლებს. ეს სწორედ ის სტადიონია, სადაც “ლურჯ-ბროწეულისფერებმა” 2008/09 სეზონის ჩემპიონთა ლიგის ფინალში “მანჩესტერ იუნაიტედი” 2:0 დაამარცხეს და თასი აღმართეს.

დიდი ხუთეული! “ბარსელონა” ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში დაუმარცხებელია (მეტოქეებთან ბურთების შეფარდება 13-2). “კამპ ნოუზე” კი, ჩემპიონთა ლიგის ფარგლებში, გუნდი მთელი ხუთი სეზონია დაუმარცხებელია, 23 მოგებითა და 2 ფრით (მეტოქეებთან ბურთების შეფარდება 77-12).

მეფის დაბრუნება! მესიმ, ჩემპიონთა ლიგაზე, იტალიური კლუბების წინააღმდეგ 19 მატჩი ჩაატარა და 12 გოლი გაიტანა. არგენტინელ სუპერვარსკვლავს “რომასთან” 2 მატჩში 2 გოლი აქვს გატანილი. ორივე გოლი მან რომაელთა წინააღმდეგ გამართულ ბოლო მატჩში გაიტანა, როდესაც კატალონიურმა გრანდმა იტალიური კლუბი მიწასთან გაასწორა (6:1).

რაც შეეხება “რომას”, იტალიელებმა C ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავეს და “ჩელსისა” და “ატლეტიკოს” აჯობეს. 1/8 ფინალში რომაელები დონეცკის “შახტართან” 2:1 დამარცხდნენ, თუმცა რომში 1:0 გაიმარჯვეს და სტუმრად გატანილი გოლის წყალობით შემდეგ ეტაპზე გავიდნენ. მათი საუკეთესო ბომბარდირი, 4 გოლით, ედინ ჯეკოა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (3)

  • Rra
    schedule 04 აპრ 2018, 21:02
    #3

    3:1 dembeles goli da mesis dubli

  • messi and iniesta
    schedule 04 აპრ 2018, 16:24
    #2

    4-0 მესის ჰეთრიკი და ერთი იიბბი

  • Mess10
    schedule 04 აპრ 2018, 14:29
    #1

    დაენ*რათ და ეგაა :დდ