ლობო: მესი და რონალდუ ერთმანეთს მაშინ შევადაროთ, როცა პორტუგალიელი ვერ გაიტანს

ლობო: მესი და რონალდუ ერთმანეთს მაშინ შევადაროთ, როცა პორტუგალიელი ვერ გაიტანს

“ბარსელონას” ყოფილი ფეხბურთელი ფრანსისკო ხოსე კარასკო იდალგო, იგივე “ლობო”, ესპანურ ტელეარხ “ჩირინგიტოს” ეთერში ლეო მესისა და კრიშტიანუ რონალდუს ერთმანეთს ადარებს.

მას შემდეგ, რაც მესიმ “ბილბაოს” ერთი გოლი გაუტანა, ხოლო რონალდუმ “ჟირონას” ოთხი, “ჩირინგიტოს” ეთერში ეს ორი ფეხბურთელი ერთმანეთს შეადარეს. სტუდიაში მყოფი საფეხბურთო მოღვაწეების გარდა, თავისი აზრით დაფიქსირება გულშემატკივრებსაც შეეძლოთ და გამოკითხვაში არგენტინელმა პორტუგალიელს 59%-ით 41% აჯობა.

სტუდიაში იმყოფებოდა “ბარსელონას” ყოფილი ფეხბურთელი ლობოც, რომელმაც რონალდუს მეხოტბეს ასეთი სიტყვებით მიმართა: “გიწვევ, მესი და რონალდუ ერთმანეთს მაშინ შევადაროთ, როდესაც პორტუგალიელი გოლს ვერ გაიტანს. მე მზად ვარ, იგივე მესის შემთხვევაში გავაკეთო.”

ლობომ, ამ სიტყვებით, ხაზი იმას გაუსვა, რომ რონალდუს მხარეს მყოფთა მთავარი არგუმენტი პორტუგალიელის გოლებია, ლეო მესის კი, უპირატესობის დასამტკიცებლად, გოლების გატანა არ სჭირდება.

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (25)

  • messi and iniesta
    20 მარ 2018, 22:22

    mesi erTaderTia mas verc ronos sevadarebt da verc sxvas is sauketesoa

  • Abidal22
    20 მარ 2018, 18:22

    მესი არავიზეა შესადარებელი მითუმეტეს რონალდოზე, ამ ზიდანმა რა ქნა კიდე ასეთი როცა პელემ სამჯერ მოიგო მსოფლიო, მაგრამ მესის არც მსოფლიოს მოგება ჭირდება მისი სახელის დასამტკიცებლად 🙂

  • Zura88
    20 მარ 2018, 10:58

    ციტატა: 7coutinho7

    ციტატა: mesidona

    ციტატა: Navasi
    Tu galaqtika xar da tu genia da.sheufasebeli da.shenamde vimc tamashobda da ecac.vinc tamashobs yvelas jobixar mashim yvelaferi mogebuli unda ghondes diax yvelaferi me realis fani arasodes vityvi ro ronaldu yvelas jobs metqi imito ro egrea da kacs ori mtavari tituli ar aqvs mogebuli kait raa ramdeni gitxrat ramdeni gelaparakot ro daijerot araa messi magxela tqven ro goniat da bevrjer chaiisvara sadac tituli unda daedo xo egrea???


    შენ გადაგვარჩენ და აგვიხელ თვალებს ასე მგონია


    ჩემი აზრით შენ ვაფშე აღარ უნდა უყურო ფეხბურთს.კრუიფსაც და პლატინსაც არ ჰქონდა მსოფლიო მოგებული მაგრამ არ იყვნენ დოდი ფეხბურთელები?

  • 7coutinho7
    20 მარ 2018, 10:37

    ციტატა: mesidona

    ციტატა: Navasi
    Tu galaqtika xar da tu genia da.sheufasebeli da.shenamde vimc tamashobda da ecac.vinc tamashobs yvelas jobixar mashim yvelaferi mogebuli unda ghondes diax yvelaferi me realis fani arasodes vityvi ro ronaldu yvelas jobs metqi imito ro egrea da kacs ori mtavari tituli ar aqvs mogebuli kait raa ramdeni gitxrat ramdeni gelaparakot ro daijerot araa messi magxela tqven ro goniat da bevrjer chaiisvara sadac tituli unda daedo xo egrea???


    შენ გადაგვარჩენ და აგვიხელ თვალებს ასე მგონია

  • Magician
    20 მარ 2018, 09:54

    ზუსტად ამას ვამბობ, რომ არანაირი არგუმენტი არ გააჩნიათ მესის კრიტიკოსებს. მხოლოდ ის, რომ მესის არ მოუგია მსოფლიო 🙂