ბუსკეტსი: "უნსუე ან ვალვერდე "ბარსელონაში"? მე არავინ მეკითხება"

ბუსკეტსი: "უნსუე ან ვალვერდე "ბარსელონაში"? მე არავინ მეკითხება"

"ბარსელონას" ნახევარმცველმა, სერხიო ბუსკეტსმა აღნიშნა, რომ ლუის ენრიკეს დამხმარე, ხუან კარლოს უნსუე კლუბსა და მის ფილოსოფიას კარგად იცნობს. ასევე ესპანელმა "ატლეტიკის" მწვრთნელზე, ერნესტო ვალვერდეზეც გააკეთა კომენტარი.

"ვინ არის უკეთესი "ბარსელონას" ხელმძღვანელად - უნსუე თუ ვალვერდე? მე არავინ მეკითხება. ერნესტოს არ ვიცნობ, მაგრამ მას ვაფასებ, რადგან ის არის იმ კლუბის მწვრთნელი, რომელიც ყველანაირ პატივისცემას იმსახურებს. უნსუეს კი ჩვენ ვიცნობთ და ვიცით, რომ მან რამდენიმე გუნდში იმუშავა, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ესპანური ფეხბურთის ელიტურ სიაში არ შედიან. უნსუე "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი იყო და კლუბს კარგად იცნობს." - ციტირებს ბუსკეტსს Marca.

უნსუე 2010/11 სეზონში "ნუმანსიას", ხოლო 2012 წელს სანტანდერის "რასინგს" წვრთნიდა. შეგახსენებთ, რომ ლუის ენრიკე სეზონის დასრულების შემდეგ მთავარი მწვრთნელის პოსტს დატოვებს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Don vinton
    სტუმარი [?]
    #3 22 მარტი 2017 17:58
    0
    ციტატა: KOTE KVERNADZE
    Me alegri mindoda

    alegri da sampaoli dzalian kargi varianti iqneboda,alegris burtis kontroli uyvars da barsas stils algos iolad augebda,sampaoli ki udidesi motivatoria,mara tu arc erti ar gamova unsue yvelaze kargi variantia
    theodore bagwell
    სტუმარი [?]
    #2 22 მარტი 2017 16:54
    0
    Me alegri mindoda
    123456789
    სტუმარი [?]
    #1 22 მარტი 2017 16:41
    0
    Ki ki unseosia barsas samcvrtnelo shtabi da me momcons es azri