პაულინიო – საუკეთესო ყველაზე ძვირადღირებულებს შორის

პაულინიო – საუკეთესო ყველაზე ძვირადღირებულებს შორის

ესპანეთის ჩემპიონატის გასული ზაფხულის ყველაზე ძრივადღირებული ტრანსფერების შესწავლის შემდეგ, გამოცემა PrimeTime Sport მივიდა დასკვნამდე, რომ ყველაზე გამართლებული შენაძენი “ბარსელონას” ბრაზილიელი ნახევარმცველი პაულინიოა.

ჟურნალისტმა ესტევ კალსადამ პრიმერას გასული ზაფხულის 10 ყველაზე ძვირადღირებული შენაძენი შეისწავლა და დაადგინა, რომ ლა ლიგაში მათგან ყველაზე ხშირად პაულინიო თამაშობს. ბრაზილიელმა მოედანზე შესაძლო დროის 58% დაჰყო. ბრაზილიელმა თავი 8 გოლითა და 2 შედეგიანი გადაცემითაც გამოიჩინა.

მე-2 ადგილზე, 51%-ით, “სევილიას” შენაძენი ლუკას მურიელია. შემდეგ მოდიან ნელსონ სემედუ (“ბარსელონა”) – 36%, ენეს უნალი (“ვილიარეალი”) – 33%, ტეო ერნანდესი (“რეალი”) – 18%, ემრე მორი “(სელტა”) 14%, რუბენ სემედუ (“ვილიარეალი”) – 14%, დანი სებალიოსი (“რეალი”) – 11%, უსმან დემბელე (“ბარსელონა”) – 8%.

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი

კომენტარები (6)

  • Guro messi
    13 თებ 2018, 17:35

    პაულინიო კარგი ფეხბურთელია.ჩვენც მაგრად გამოგვადგა.იმედია კარგად ითამაშებს დანარჩენ თამაშებში.სემედუც მაგარი ბიჭია და იმსახურებს ძირითადს.რაც შეეხება დემბელეს უნდა მოუმატოს და ტრავმასაც აღარ მიიღებს იმედია

  • barca`barca
    13 თებ 2018, 00:48

    ტანკია ;დ

  • Bakero
    13 თებ 2018, 00:05

    " სანტიაგო ბერნაბეუზე " მაგრად ითამაშა

  • Johan Cruyff 14
    12 თებ 2018, 23:30

    პაულინიო შე ნადიროოო

  • lupo
    12 თებ 2018, 23:08

    მაგარიაა პაუი 😀

  • messi and iniesta
    12 თებ 2018, 23:01

    დემბელემ უნდა მოუმატოს უკვე დროა