გუშინ “სელტასთან” გამართული მატჩი (1-0) ფრენკი დე იონგისთვის გამორჩეული და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა. დე იონგმა “ბარსელონას” მაისურთი 293-ე შეხვედრა ჩაატარა და ისტორიაში გახდა პირველი ნიდერლანდელი ფეხბურთელი, რომელმაც “ბლაუგრანას” რიგებში მონაწილეობა ყველაზე მეტ თამაშში მიიღო. ამ შედეგით ფრენკიმ ფილიპ კოკუს გადაასწრო, რომლის ანგარიშზეც “ბარსაში” 292 მატჩია. მას მოსდევენ რონალდ კუმანი (264), პატრიკ კლუივერტი (257), მაიკლ რეიზიგერი (252), ფრანკ დე ბური (214).
მეორე ყველაზე ტიტულიანი ნიდერლანდელი
დე იონგი ამჟამად “ბარსას” ისტორიაში მეორე ყველაზე ტიტულიანი ნიდერლანდელია. 28 წლის ნახევარმცველმა კატალონიურ კლუბში 7 ტიტული მოიგო: 2 ლა ლიგა, 2 ესპანეთის თასი და 3 ესპანეთის სუპერ თასი. ის მხოლოდ რონალდ კუმანს ჩამორჩება, რომელიც თავს 10 ტიტულით იწონებს.
მეორე ფარჩაკი, ეს ხომ მაგრად გამოგვადგა.
დელიხტიც უნდა მოეყვანათ, დეიონგი კარგად იყო შეწყობილი
გილოცავ ფრენკი
მერე მოიგოს ამანაც ტიტულები, ვინმე უარი თქვა? სამაგიეროდ დარწმუნებული ვარ ხელფასით ყველაზე მაღალხელფასიანი ნიდერლანდელი იქნება.
7 წელია გუნდშია და 7 თამაში არ აქვს ისეთი სადაც იტყოდი დეიონგმა მოგვაგებინაო.
მაგ ტიტულების მოპოვებაში მეტი წვლილი აქვს კუმანს ვიდრე ამას. როცა გვჭირდება სულ დალეწილია.
ტიტულებითაც გადაასწრებს კუმანს
28 წლისაა უკვე და ამის პრაიმი აიაქსში იყო…