workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ლეო მესიმ “არსენალთან” მარცხის შემდეგ კატალონიურ გამოცემას “სპორტს” ვრცელი ინტერვიუ მისცა, გთავაზობთ ამ ინტერვიუს. 

რას ფიქრობთ ლონდონის მატჩზე ? რატომ დამარცხდით ? 

ორივე გუნდი ბრწყინვალედ თამაშობდა, საბოლოოდ ჩვენ დავმარცხდით, მაგრამ გოლი გავიტანეთ გასვლაზე რაც ძალიან ბევრს ნიშნავს უკვე. ახლა ჩვენს სტადიონზე 1:0 – იც გვყოფნის, მაგრამ ამ ანგარიშისთვის ჩვენ არ ვითამაშებთ “კამპ ნოუზე” ჩვენ უფრო მეტისთვის ვიბრძოლებთ, ვიბრძოლებთ რათა საბოლოოდ ჩვენ დავრჩეთ გამარჯვებულნი.

წინა წელს თქვენ 4 გოლი გაიტანეთ “არსენალის” კარში … 

დიახ. კარგად მახსოვს, ის დღეს არასდროს დამავიწყდება, ყოველთვის იქნება ჩემს გულში. მაგრამ იმის განხორციელება ურთულესი იქნება ამჯერად.

პეპმა განაცხადა, რომ ჯერ კიდევ არაფერი დამთავრებულა …

დიახ. ეს სიმართლეა, ჯერ “კამპ ნოუ” არის წინ სადაც ჩვენ შეგვწევს იმის ძალა, რომ გავიმარჯვოთ.

გახსოვთ ის მომენტი ერთი – ერთზე , რომ გახვედით ? თითქოსდა ყველაფერი უმაღლეს დონეზე გააკეთეთ, მეკარე თამაშიდან გამოთიშეთ, ყველას გოლი ეგონა, მაგრამ … 

ვწუხვარ. მათ შორის მეც, მაგრამ იღბალი ჩვენს მხარეს არ იყო. რაც შეიძლება სწრაფად მსურს მეც და ფეხბურთელებსაც ამ მატჩის დავიწყება. ჩვენ უფრო მეტის მიღწევა შეგვეძლო იმ მატჩში, მაგრამ ვერ შევძელით, სამწუხაროა.

მწვრთნელი ამბობს, რომ შენს გარეშე გუნდი ასეთი ძლიერი არ იქნებოდა, ეს სიმართლეა ? 

გუნდი ერთ მუშტად არის შეკრული. თითოეული ფეხბურთელის არყოფნა ჩვენთვის დიდი დანაკლისია, მაგრამ ერთი ფეხბურთელის გამო არმგონია გუნდი ჩამოიშალოს, რადგანაც პირველ რიგში “ბარსელონა” გუნდურად მოთამაშე კლუბია.

მოხარული ხართ გვარდიოლას კონტრაქტის გახანგძლივებით ? 

დიახ. რა თქმა უნდა. გვარდიოლა ჩვენი გუნდის მნიშვნელოვანი ფიგურაა.

შარშან თქვენ “კამპ ნოუზე” ისე ითამაშეთ, ხალხს ეგონა, რომ გვარდიოლა თქვენით “ფლეისთეიშენს” თამაშობდა. ახლა რას გააწყობს არსენ ვენგერი თქვენს წინააღმდეგ ?

ნამდვილად არ ვიცი. 

სიმართლეა, რომ “ფლეისთეიშენს” ყოველთვის “ბარსელონათი” თამაშობთ ? 

იშიათად ვთამაშობ, მაგრამ როცა ვთამაშობ, “ბარსელონას” არასდრო ვღალატობ.

როგორ ფიქრობთ თქვენზე მეტად “ოქროს ბურთს” ჩავი და ინიესტა იმსახურებდნენ ?

ჩვენ ყოველთვის ვაცხადებდით, რომ ეს “ბურთი” გუნდის გამარჯვება იქნებოდა.

თქვენ “21 –ე საუკუნის დისტეფანოს გიწოდებენ” ეს სიმართლეს შეესაბამება? 

მსმენია ამის შესახებ. მაგრამ ვფიქრობ ეს ყველაფერი აღმატებით ფორმაშია ნათქვამი. მაგრამ მაინც მადლობ მას ვინც ასე მომიხსენიებს და ამხელა ფეხბურთელს მადარებს.

როგორ ფიქრობთ, ცესკი გადავა “ბარსელონაში” ? 

ცესკი ჩემი დიდი მეგობარია. ვიმედოვნებ იგი ძალიან მალე ეწვევა “ბარსელონას”, ყოველშემთხვევაში მას ეს სურს.

ხედავთ მას შემდეგი სეზონიდან, როგორც კატალონიელს ? 

არ ვიცი, როდის შედგება მისი ტრანსფერი, მთავარია, რომ შედგეს.

თქვენ ორი თამაშია არ გაგიმარჯვიათ. მადრიდში უკვე თქვენს კრიზისზე დაიწყეს საუბარი, ეს სიმართლეა ? 

ისინი ცდილობენ ჩვენზე ფსიქოლოგიური ზეწოლა მოახდინონ. არანაირი კრიზისი ჩვენს გუნდს არ უდგას.

თქვენ ძალიან მნიშვნელოვან ბურთებს ინახავთ. უკვე 10– მდე ისტორიული ბურთი გექნებათ … 

დიახ ეს ასეა. მე ამას სწორედ იმისთვის ვინახავ, რომ გამახსენდეს ის მომენტი, საიდანაც ეს ბურთი მაქვს წამოღებული. ყველას თავის ადგილი აქვს. 

ბოლო ბურთი იყო “ატლეტიკოსთან” მატჩში, როდესაც ჰეტ–ტრიკი შეასრულეთ.

ის მატჩიც ჩემში ყოველთვის დადებით ემოციებს იწვევს. იმ ბურთსაც “თავის ადგილს” მივუჩენ.

დავიდ ვილია ძალიან კარგად შეეწყო გუნდს და რაც მთავარია თქვენ. ეს არ გიკვირთ ? 

დავიდ ვილია თავისი საქმის დიდი პროფესიონალია. მან ასეთი საქმეები უმაღლეს დონეზე იცის. ამაში გასაკვირი არაფერია, იგი გუდნის ერთ–ერთი მთავარი დამრტყმელი ძალა გახდა.

ფიქრობთ “კოპას” ფინალზე ? თუ ჯერ ადრეა ? 

ჩვენ მოუთმენლად ველით ამ ფინალს. უდიდესი თამაში იქნება. მაგრამ მასზე ფიქრი ვთვლი, რომ ჯერ ცოტა ადრეა. ამ  თამაშამდე უფრო მნიშვნელოვანი თამაშებიც გვაქვს.

თქვენ “იუნაისეფის” ერთ–ერთი წარმომადგენელი ხართ. ეს მართლაც, რომ ძალიან კარგი ფონდია, ბევრ ბავშვს ეხმარება… 

გეთანხმებით, ძალიან კარგი ორგანიზაციაა და ვამაყობ, რომ ამ ორგანიზაციის ერთ–ერთი წარმომადგენელი ვარ.

კარგით, გმადლობთ ინტრევიუსთვის. წარმატებებს გისურვებთ.

არაფრის. გმადლობთ. 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward