“რეალ სოსიედადის” მთავარი მწვრთნელი ეუსებიო საკრისტანი, “ბარსელონასთან” წაგების (2:4) შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრობს.
“მე-2 ტაიმი ფიზიკურად დავთმეთ. მეტოქემ ამ კომპონენტში გვაჯობა. შესაძლოა ამის მიზეზი ის იყო, რომ პირველ ნახევარში ძალიან დავიხარჯეთ.
“ბარსელონა” საგოლე მომენტებს ქმნიდა და კატალონიელებმა შეხვედრის მიმდინარეობის შეცვლა მოახერხეს. ამ გუნდის დასამარცხებლად საჭიროა, რომ მთელი თამაში ინტენსიურად ჩაატარო და არა მხოლოდ ერთი ტაიმი. სტაბილურობა არ გვეყო.” – განაცხადა ეუსებიომ, რომლის სამწვრთნელო კარიერის დიდი ნაწილიც “ბარსელონას” უკავშირდება. 2003-2008 წლებში ის კატალონიელთა პირველი გუნდის მთავარი მწვრთნელის, ფრანკ რაიკარდის თანაშემწე იყო, 2011-2015 წლებში კი “ბარსა ბ”-ს წვრთნიდა.
საკრისტან მეორე ტაიმში ვალიკომ გაგჟიმა ეგ არის სიმართლე
რაც ლუის ენრიკეს ხელში აკლდა ბარსას ტაქტიკა ვალვერდემ ბოლომდე შეავსო. ენრიკეს ძალიან მარტივი ტაქტიკა ქონდა და ერთი სეზონი გაქაჩა მხოლოდ. ვალვერდე გაცილებით ჭკვიანია ამ მხრივ