workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ინტერვიუ ერნესტო ვალვერდესთან

ინტერვიუ ერნესტო ვალვერდესთან

“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, ერნესტო ვალვერდემ რამდენიმე საინტერესო საიკითხზე ისაუბრა.

სეზონის პირველი ნახევარი

“გასული წელი შესანიშნავი იყო. კარგია, რომ ის “სანტიაგო ბერნაბეუზე” გამარჯვებით დავასრულეთ და დასვენებებს კარგ გუნებაზე შევხვდით”.

ლიდერობა ლა ლიგაში

“ჩვენი მიზანი ყოველთვის გამარჯვებაა. იმის გამო, რომ “ბარსელონას” და სხვა კლუბებს შორის ქულათა დიდი სხვაობაა, მოდუნების უფლება არ გვაქვს. კონცენტრაცია არ უნდა დავკარგოთ, წინ მნიშვნელოვანი თამაშები გვაქვს. მოწინააღმდეგებისთვის ყველაზე ცუდი ის იქნება, თუ შეფერხებების გარეშე გავაგრძელებთ გამოსვლას.”

მთავარი კონკურენტები

“ჩვენს მეტოქეებს ახლა უკეთესად ვყავართ შესწავლილი, ვიდრე სეზონის დასაწყისში. ჩვენი ფეხბურთი ვითარდება, მაგრამ არც კონკურენტები ჩამოგვრჩებიან და ამას უნდა მივეჩვიოთ”.

პაულინიო და ინიესტა

“პაულინიო განსხვავებული სტილის მოთამაშეა. ის განსაკუთრებით ეფექტურია საჯარიმოში, შეუძლია საკმაოდ ბევრი გოლის გატანა და არასდროს კარგავს რწმენას, კარგად გამოდის შეტევის და დაცვის დაბალანსება. იგივე შემიძლია ვთქვა ინიესტაზეც. მან იცის, როდის რა უნდა გააკეთოს, ბურთს თითქმის არ კარგავს და უამრავ პასს არიგებს. ის გუნდის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წევრია”.

ლუის სუარესი

ლუისი უმაღლესი დონის ფეხბურთელია, რომელიც შედეგიანობით გამოირჩევა. ცოტა ხნის წინ იყო პერიოდი, როცა ის ბევრის გატანას ვერ ახერხებდა, მაგრამ მე ამის გამო არ ვღელავდი, იმიტომ, რომ ასეთი რამ დროის გარკვეულ მონაკვეთში ხდება. სხვა მოთამაშეებიც გვყავს, რომლებსაც გოლის ალღო აქვთ და სუარესის ჩანაცვლება შეუძლიათ”.

ლეო მესი

გაგვიმართლა, რომ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი ჩვენთანაა. როცა ბურთს მიიღებს, ის ყოველთვის რაღაც განსაკუთრებულს, ექსტრაორდინალურს მოიმოქმედებს. ბოლო დროს სხვადასხვა პოზიციაზე თამაშობს, მათ შორის ცენტრშიც, რაც გუნდისთვის კარგია. მესი თავდადებითაც გამოირჩევა და გუნდისთვის ყველაფერს აკეთებს.

რეზერვისტები

სეგუნდა დივიზიონი საკმაოდ რთული ტურნირია სარეზერვო გუნდისთვის. “ბარსა ბ”-ში არიან ფეხბურთელები, რომლებიც ძირითად გუნდს გამოადგებიან, მათ შორის ალენია, არნაისი და ორიოლ ბუსკეტსი. ყოველთვის ვცდილობ, მათ თამაშს თვალი ვადევნო და ყურადღება მივაქციო.”

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (13)

  • sandro89
    schedule 26 დეკ 2019, 07:46
    #13

    ჭადი შენი დედას სევეცი გაჯვი გუნდიდან

  • Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    schedule 25 დეკ 2019, 22:46
    #12

    ჩმორი ჩმორია,არც ვკითხულობ ამის სისულელეებს.

  • M10 S9 D11
    schedule 25 დეკ 2019, 17:09
    #11

    ინტერვიუებში რა ჭკვიანია და თამაშების დროს რა სჭირს :დდდდდ

  • me da barca
    schedule 25 დეკ 2019, 15:22
    #10

    ამისთვის რომ დაესვათ კითხვა აბა პუიოლიო, იტყოდა ის ჩვენი კაპიტანია, დაცვის ბურჯია და მისით ძალიან კმაყოფილები ვართო. მერე მოტვინავდა, რომ პუიოლმა კარიერა დაასრულა.
    ყველათი როგორ ხარ კმაყოფილი იდიოტო, გამომიჩნდა ესეც დიპლომატი.

  • El pistolero 9
    schedule 25 დეკ 2019, 14:54
    #9

    მომავალ წელს რო ახსენებს ტანში მცრის.იმედია მაქსიმუმ ზაფხულამდე გააჩერებენ და მერე უნდა აუდოს.
    "როდესაც თავდამსხმელი მომენტს აფუჭებს, ეს კარგის ნიშანიცაა, რადგან ის გოლის გატანასთან ყოველთვის ახლოსაა."ამაზე ვიკაიფე მაგრად

  • katalomia
    schedule 25 დეკ 2019, 13:18
    #8

    Gmadlobt rom dagvikavshirdit. Darchit xazze, tqven mogemsaxurebat pirvelivi tavisupali operatori. Tuu – tuu – – tuuu.
    Da bolos yvelaze tes.oba ro aris: iyo tu ara TQVENTVIS SASARGEBLO es informacia?!))
    Ase me mesmis amis komebi marto?)

  • krolo
    schedule 25 დეკ 2019, 12:51
    #7

    Valvarde unda moshordes gunds da sxva mwvrtneli unda movides ise ar gamova rame am kacma gunds misi tamashis stili daukarga da magitomaca rom gunds ujirs shemadgelobastan raginda yvela magari fexburtelia ubralod gunds misi tamashi sjirdeba

  • Visca el barca
    schedule 25 დეკ 2019, 12:29
    #6

    ციტატა: nika 54
    კიდევ ერთი დაფასება მესის.

    Роналду не попал в компанию к Яшину, Месси и Марадоне в сборной всех времен от AS
    Лео уже вошел в пантеон богов.
    Испанское издание AS составило символическую сборную лучших футболистов всех времен и народов.

    На ворота испанские журналисты поставили бывшего голкипера сборной СССР Льва Яшина. В защите расположились итальянец Паоло Мальдини, немец Франц Беккенбауэр, англичанин Бобби Мур и бразилец Кафу.

    В полузащите – легенда «Реала» Альфредо Ди Стефано, аргентинец Диего Марадона, француз Зинедин Зидан и голландец Йохан Кройф. Атакующую двойку составили действующий игрок «Барселоны» Лионель Месси и трехкратный победитель чемпионата мира Пеле.
    ვინც რუსული არ იცის: მადრიდულმა ას-მა შეადგინა ყველა დროის მსოფლიო ნაკრები.
    მეკარე: ლევ იაშინი.
    მცველები:მალდინი, ბეკენბაუერი, ბ.მური, კაფუ.
    ნახევარმცველები:დი სტეფანო, მარადონა, ზიდანი, კრუიფი.
    თავდასხმა: პელე, მესი.
    აქ ყველაზე საინტერესოა რომ მოქმედი ფეხბურთელებიდან მარტო მესია ამ სიაში. და როდის დაასრულებს კარიერას არც ვიცით.

    რაოდენ დაუფასებლები არიან ხავი და ინიესტა

  • marco reus 11
    schedule 25 დეკ 2019, 11:54
    #5

    სანამ შენ იქნები მწვრთნელი სულ დავიწყებთ ნერვიულობას შარშანდელზე შარშანწინდელზე იმისწინდელზე… ვატყობ ასე იქნება 😂😂😂

  • nika 54
    schedule 25 დეკ 2019, 11:39
    #4

    კიდევ ერთი დაფასება მესის.

    Роналду не попал в компанию к Яшину, Месси и Марадоне в сборной всех времен от AS
    Лео уже вошел в пантеон богов.
    Испанское издание AS составило символическую сборную лучших футболистов всех времен и народов.

    На ворота испанские журналисты поставили бывшего голкипера сборной СССР Льва Яшина. В защите расположились итальянец Паоло Мальдини, немец Франц Беккенбауэр, англичанин Бобби Мур и бразилец Кафу.

    В полузащите – легенда «Реала» Альфредо Ди Стефано, аргентинец Диего Марадона, француз Зинедин Зидан и голландец Йохан Кройф. Атакующую двойку составили действующий игрок «Барселоны» Лионель Месси и трехкратный победитель чемпионата мира Пеле.
    ვინც რუსული არ იცის: მადრიდულმა ას-მა შეადგინა ყველა დროის მსოფლიო ნაკრები.
    მეკარე: ლევ იაშინი.
    მცველები:მალდინი, ბეკენბაუერი, ბ.მური, კაფუ.
    ნახევარმცველები:დი სტეფანო, მარადონა, ზიდანი, კრუიფი.
    თავდასხმა: პელე, მესი.
    აქ ყველაზე საინტერესოა რომ მოქმედი ფეხბურთელებიდან მარტო მესია ამ სიაში. და როდის დაასრულებს კარიერას არც ვიცით.

  • vegassi54
    schedule 03 იან 2018, 02:26
    #3

    რა რესურსიც აქვს ვალიკოს მშვენიერი შედეგი გვაქვს,რა სანახაობაზე უნდა გვქონდეს პრეტენზია როცა ყველა რგოლში პრობლემა გვაქვს? შეხედეთ ჩვენს სათადარიგოთა სკამს და ადვილად მიხვდებით რომ ვალიკო შეუძლებელს ახერხებს.

  • otika97
    schedule 02 იან 2018, 22:48
    #2

    ციტატა: davidus2020
    მიუხედავად შედეგისა, ჩემი აზრით ვალიკო არა ბარსას დონის მწვრთნელი,კი ტაქტიკურად ალბათ უფრო მოუმატა გუნდმა, სანხაობრივად ორი იმდენი დაკარგა, ამას ნეიმარის წასვლაც ვერ დავაბრალებთ, ძალიან პრაგმატულ ფეხბურთს თამაშობს, სხვა გუნდებიდან არაფრით არ განსხვადება ბარსა, უბრალოდ შემსრულებლები ყავს მაღალი კლასის. შეადარეთ შარშანდელი 2-3 სანტიაგოზე და 0-3 ამ წლის, თამაშის ხარისხი და როგორი საყურებელი იყო. უბრალოდ სუფთა სტატისტიკით კაი შედეგი აქვს, მითხარით ბარსას ნათამაშევი რომელი თამაშით ,მიიღეთ სიამოვნება? ერთი ტაიმი ატლეტიკოსთან , მგონი ძან ცოტა. ღმერთმა ქნას დემბელე დაბრუნდება შეიძლება კოუ ვიყიდოთ ან ვინმე სხვა შეცვალოს ტაქტიკა.ვნახოთ.

    Getanxmebi brat I mash I ro sanaxaoba agaraq imdenad ramdenadac winawlebshi Mara es im is braliao ro mouwia wyobis shecvla 4_3_3 Dan valikom 4_4_2ზე gadasvla mouwia da es albat amis bralicaa Mara I media valiko moaxerxebs da isetive sanaxaobriv fexburts itamasheben rogorsac win a. Wlebshi

  • davidus2020
    schedule 02 იან 2018, 20:26
    #1