L'Equipe: მესის "ბარსადან" წასვლის ალბათობა 5%-ს შეადგენს

L'Equipe: მესის "ბარსადან" წასვლის ალბათობა 5%-ს შეადგენს

ფრანგულმა ჟურნალმა L'Equipe-მ ლიონელ მესის მომავალი განიხილა. წყაროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად არგენტინელის "ბარსელონადან" წასვლის ალბათობა მხოლოდ 5%-ია. 

მისი კონტრაქტის გამოსყიდვა მხოლოდ რამდენიმე კლუბს შეუძლია. პსჟ ერთ-ერთ შესაძლო ვარიანტად ითვლება.

"ალბისელესტეს" კაპიტნის კონტრაქტის გამოსასყიდი თანხა 250 მილიონი ევროა.

"პარი სენ-ჟერმენს" ამხელა თანხის გადახდა შეუძლია იმის გათვალისწინებით, რომ ალ-ხელაიფი კლუბში უზარმაზარ ინვესტიციას ახდენს. L'Equipe-ს თანახმად პსჟ-ს წარმომადგენლებს წარსულში (2014 წელს) ხორხე მესისთან არგენტინელი ფორვარდის ტრანსფერის თაობაზე კონტაქტი ჰქონდათ.

ლეოს მამამ განაცხადა, რომ მესის "ბარსელონადან" წასვლის საშიშროება არ არსებობს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    giadvali
    სტუმარი [?]
    #4 20 იანვარი 2017 22:51
    0
    UECHVELI
    Always Cule ))
    სტუმარი [?]
    #3 20 იანვარი 2017 22:08
    0
    მესი ბარსადან არ წავა ))
    giadvali
    სტუმარი [?]
    #2 20 იანვარი 2017 16:56
    0
    არც ხუთი
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 20 იანვარი 2017 16:28
    0
    უფასოდ მოვიდა და უფასოდ წავაა
    --------------------
    Rest In Peace Muhammad, black butterfly