ჯოვანი დოს სანტოსი კმაყოფილი არის თავისი გამოჯანმრთელების პროცესით. იგი მკურნალობს ტრავმას, რომელიც მან ესპანეთის თასზე “ალკოიანოსთან” წინააღმდეგ თამაშის დროს მიიღო. პრესკონფერენციაზე გამოსვლის დროს ახალგაზრდა მექსიკელმა განაცხადა: “მე ვმუშაობ იმაზე, რომ კვლავ ასი პროცენტით აღვიდგინო ფიზიკური ფორმა. მე ტკივილს ჯერ კიდევ ვგრძნობ, მაგრამ მე მოვასწრებ გამოჯანმრთელებას ხუთშაბათამდე. ხუთშაბათს ხომ მთელი გუნდი კვლავ ერთად იკრიბება. შემდეგ შევხედავთ, შევძლებ თუ არა მე შაბათს თამაშს”.
დღესდღეობით კლუბში არსებულ ყველაზე აქტუალურ თემაზე, გასვლით თამაშებზე დოს სანტოსმა განაცხადა: “ვფიქრობ, ამ თამაშებში ჩვენი მოწინააღმდეგეები თამაშობენ საუკეთესო თამაშს, რისი თამაშიც მათ შეუძლიათ. ისინი მთელი 200 პროცენტით იხარჯებიან. ჩვენ უნდა შევცვალოთ ჩვენი თამაშის რითმი და დინამიკა გასვლით თამაშებში იმისათვის, რომ სატურნირო ცხრილში ზემოთ ავიწიოთ და გავაჩუმოთ ისინი, ვინებიც გამუდმებით გვაკრიტიკებენ”.
ჯოვანის დაუსვეს კითხვა იმის შესახებ, რომ შესაძლოა თებერვალში იგი გამოიძახონ მექსიკის ნაკრებში წინაოლიმპიური ტურნირისთვის: “ეს საკითხი გადაწყდება მექსიკის ფეხბურთის ასოციაციასა და კლუბს შორის. მე არაფრის თქმა არ შემიძლია ამ თემასთან დაკავშირებით”.
დოს სანტოსის აზრით, სამუელ ეტო’ო ძალზე მალე დაუბრუნდება სათამაშო მინდორს. “ვფიქრობ ის უფრო და უფრო იუმჯობესებს თავის ფორმას და მე მოხარული ვარ ამის გამო. ვფიქრობ ძალიან მალე იგი ჩვენ შემოგვიერთდება მოედანზე” – განაცხადა დოს სანტოსმა.
რაც შეეხება იმ პასუხისმგებლობას, რაც მას და ბოიანს მხრებზე დააწვა, ჯოვანიმ განაცხადა: “ჩვენ ვართ გუნდისისეთივე წევრები, როგორც სხვები და თუ ჩვენ გვიწევს მოედანზე გასვლა, მაშინ ჩვენ ამას ვაკეთებთ ისე, როგორც დანარჩენები”.
დოს სანტოსი მიიჩნევს, რომ არ იქნება სწორი, თუ რონალდინიო თამაშს სათადარიგოთა სკამზე დაიწყებს (როგორც გაზეთები იუწყებიან, შაბათს, “რეკრეატივოსთან” მატჩში სწორედ ესე მოხდება): “რონალდინიო სათადარიგოთა სკამზე? მე ვერ წარმომიდგენია, რომ ბრაზილიელი იჯდეს სათადარიგოთა სკამზე მწვრთნელის გვერდით”.
წყარო: www.barcamania.ru