"ბარსელონა" რუკავინათი დაინტერესდა

"ბარსელონა" რუკავინათი დაინტერესდა

"ბარსელონა" მარჯვენა მცველის ძიებას განაგრძობს. დიდი ალბათობით ზამთარში ალეიშ ვიდალი კლუბს დატოვებს, კატალონიელები კი ახალ ლატერალს აქტიურად ეძებენ.

"ბარსელონას" პრიორიტეტია ხელმისაწვდომ ფასად შეიძინოს კარგი სათამაშო მახასიათებლების მქონე ფეხბურთელი.

მედია ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ "ბარსელონა" 32 წლის ანტონიო რუკავინათი დაინტერესდა. ფეხბურთელმა ივნისში "ვილიარეალთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა. ახალი მწვრთნელის მოსვლის შემდეგ მცველმა ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა, შესაბამისად ტრანსფერის თაობაზე პრობლემა არ უნდა შეიქმნას.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #1 20 ნოემბერი 2016 00:35
    0
    ვინმე ახალგაზრდა