“ბარსელონას” კაპიტანმა, ანდრეს ინიესტამ, ჩემპიონთა ლიგის მე-3 ტურში “ოლიმპიაკოსთან” მატჩში (3:1) მონაწილეობა მიიღო და ამ ტურნირზე 124-ე შეხვედრა ჩაატარა.
ინიესტა, ამ შედეგით, “მანჩესტერ იუნაიტედის” ლეგენდარულ ფეხბურთელს, პოლ სქოულზს გაუთანაბრდა. 33 წლის ფეხბურთელზე წინ, ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებული მატჩების რაოდენობით, მხოლოდ იკერ კასილიასი (166), ჩავი ერნანდესი (151), კრიშტიანუ რონალდუ (143), რაული (142), რაიან გიგზი (141) და კლარენს ზეედორფი (125) იმყოფებიან.
მიდი ინი მიაწექი ბოლომდე
შანსი არაა ვერ გადაუსწრებს
ჩავის უნდა გადაასწრო, ლეგენდავ!