მასკერანომ ჟურნალისტებს უხეშად მიმართა

მასკერანომ ჟურნალისტებს უხეშად მიმართა

არგენტინის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი, ხავიერ მასკერანო 6 ნოემბერს შესამჩნევი იყო, როგორც მოედანზე, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

მინდორზე მან შესანიშნავი თამაშის დემონსტრირება შეძლო. "ბარსელონამ" გამარჯვება მოიპოვა, რაშიც ხავიერს დიდი წვლილი მიუძღვის. შხაპის მიღების შემდეგ, მედიამ საერთო ზონაში მასკერანოსთან დალაპარაკება სცადა. ჩვეულებრივ, არგენტინელი ნახევარმცველი მეგობრულია და ბევრს საუბრობს.

ყველასთვის მოულოდნელად, მასკერანომ Radio Marca-სა და Catalunya Radio-ს წარმომადგენლებს უხეშად მიმართა: "არც დღეს, არც არასდროს." - თქვა ფეხბურთელმა მაშინ, როცა მედიამ მასთან კომუნიკაციის დამყარება სცადა.

მიზეზი უცნობია, მაგრამ მასკერანო აშკარად გაბრაზებული იყო. მისი ეს საქციელი ხალხში სადებატო თემად იქცა. საზოგადოების ნაწილის აზრით, არგენტინელი უკმაყოფილოა იმით, რომ მის თამაშს კვლავ აკრიტიკებენ.

რაც არ უნდა იყოს, მომხდარის მიზეზი მხოლოდ მასკერანომ იცის. პრობლემა რეალურად არსებობს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    barcamaria
    სტუმარი [?]
    #3 8 ნოემბერი 2016 14:03
    0
    ციტატა: M10 S9 N11
    აუ ეს ჟურნალისტები როგორ არ მევასებიან რაა ისეთი კითხვებით მიძრაობენ მწყობრიდან გამოგიყვანენ

    ძალიან თანამედროვე ჟურნალისტები ყველაზე ამაზრზენები არიან
    graciasxavi6
    სტუმარი [?]
    #2 8 ნოემბერი 2016 09:47
    0
    რას აკრიტიკებენ საუკეთესოა ერთ ერთი მასკე დღეს მთლიან გუნდში
    denis suarez
    სტუმარი [?]
    #1 8 ნოემბერი 2016 02:08
    0
    რა გეტაკა