Diario Gol: ოქროს ბურთს ლიონელ მესი მოიგებს

Diario Gol: ოქროს ბურთს ლიონელ მესი მოიგებს

ესპანური მედია დარწმუნებულია, რომ ოქროს ბურთისთვის კრიშტიანუ რონალდუ და ლიონელ მესი იბრძოლებენ.

მადრიდის "რეალის" ფორვარდი ახლო წარსულში, პრიზის მთავარ პრეტენდენტად ითვლებოდა, მაგრამ ამჟამად განვითარებულმა მოვლენებმა მისი პოზიცია შეარყია.

რონალდუმ სეზონი ტრავმის გამო ცუდად დაიწყო. პორტუგალიელი ჯერ კიდევ საუკეთესო ფორმის დაბრუნებას ცდილობს.

გამოცემა Diario Gol, საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით, იტყობინება, რომ ოქროს ბურთს ლიონელ მესი მოიგებს, ხოლო კრიშტიანუ რონალდო ალტერნატიული პრიზის - ფიფას წლის საუკეთესო მოთამაშის წოდების მფლობელი გახდება.

როგორც იცით, ფიფამ ფეხბურთელების ოქროს ბურთით დაჯილდოვებაზე უარი თქვა და გადაწყვიტა ახალი პრიზის - "ფიფას წლის საუკეთესო მოთამაშის" - გადაცემა.

2016 წლიდან ოქროს ბურთს ფეხბურთელებს France Football გადასცემს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 4 ნოემბერი 2016 17:57
    0
    ამჟამათ თუ ცუდ ფორმაშია ეგ თუ გადაწყვიტავს მის ბედს სხვა საკითხია, მარა ჩემპიონთა ლიგა და ევროპის ჩემპიონატი რომ მოიგო მაგას დიდი მნიშვნელობა აქ ასე რომ დამსახურებულათ თუ დაუმსახურებლათ დიდი ალბათობით რონალდო მოიგებს ოქროს ბურთს
    giogiogio
    სტუმარი [?]
    #3 4 ნოემბერი 2016 15:49
    0
    ზდ
    როგორ ხართ მესი მაგარი კაცია
    დზაან
    lekino
    სტუმარი [?]
    #2 4 ნოემბერი 2016 15:39
    0
    ციტატა: Messiah
    ეჰ არ ეკუთვნისს მარა მისცენ მაინც უკანასკნელია მისთვის და ლეო კიდე 2 ჯერ მინიმუმ აიღებს

    ეგრე ჯობია ...ისედაც პენსიაზე გადის კაცი და ნუ გაუშვებენ გულნატკენს.... sunglasses
    Fallen92
    სტუმარი [?]
    #1 4 ნოემბერი 2016 14:05
    0
    თავსაც მოიკლავს საწყალი კაცი :(( მგონი ამ ერთხელაც მოიგებს, მაგრამ მე ვთვლი რომ ეს ოქროს ბურთი უფრო გუნდს და ნაკრებს უნდა გადასცენ ვიდრე რონალდოს, მარა რადგან გუნდის და ნაკრების წარმოადგენელი არის სიაში ამიტომაც პირდაპირ იმაზე მეტყველებს, რომ გუნდის და ნაკრების სახელითაა. ამიტომაც მგონია, რომ მოიგებს მიუხედავად იმისა, რომ შარშან მთელი სეზონი ტყემლის ხეზე იჯდა და რამოდენიმე თამაში ითამაშა კარგად :))))