არგენტინის ნაკრებმა, მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ზედიზედ მე-4 მოუგებელი შეხვედრა ჩაატარა და რუსეთში გასამართ მუნდიალზე მოხვედრის შანსები მნიშვნელოვნად შეიმცირა. თუმცა, ლიონელ მესისა და ხავიერ მასკერანოს გუნდს შანსი აქვს ფინალურ ეტაპზე იმ შემთხვევაშიც კი გავიდეს, თუ ბოლო ტურში წააგებს.
ბოლო ტურში, არგენტინა სტუმრად ეთამაშება ეკვადორს, რომელსაც სატურნირო მოტივაცია არ აქვს.
განვიხილოთ ყველა შესაძლო, მეტნაკლებად რეალური ვარიანტი, რა შემთხვევაშიც არგენტინა მომდევნო ეტაპზე გავა.
თუ არგენტინამ მოიგო
ეკვადორში მოგების შემთხვევაში, არგენტინა მინიმუმ მე-5 ადგილს და ფლეი ოფში თამაშს გაინაღდებს. ხოლო თუ პარალელურ მატჩში ჩილემ ბრაზილია სტუმრად ვერ დაამარცხა, არგენტინელები პირდაპირ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მოხვდებიან.
თუ არგენტინამ ფრედ ითამაშა
ეკვადორში ქულის აღების შემთხვევაში, არგენტინა მინიმუმ ფლეი ოფში გავა, თუ შემდეგი 3 შემთხვევიდან 2 მაინც დაფიქსირდება:
- პერუმ კოლუმბიასთან საკუთარ კედლებში წააგო, ან მინიმუმ 2 ბურთით მოიგო
- ჩილემ ბრაზილიაში მინიმუმ 2 ბურთით წააგო
- პარაგვაიმ საკუთარ კედლებში ვენესუელას ვერ მოუგო
თუ არგენტინამ წააგო
არგენტინა ფინალურ ეტაპზე წაგების შემთხვევაშიც გავა, თუ პარალელურ მატჩებში შემდეგი შედეგები დაფიქსირდა:
- პარაგვაიმ ვენესუელას ვერ მოუგო
- პერუმ კოლუმბიასთან იმაზე დიდი სხვაობით წააგო, ვიდრე არგენტინა ეკვადორთან წააგებს
ბოლო ტური (10 ოქტომბერი)
ეკვადორი-არგენტინა
პერუ-კოლუმბია
პარაგვაი-ვენესუელა
ბრაზილია-ჩილე
ურუგვაი-ბოლივია
სატურნირო ცხრილი
| 1. | ბრაზილია | 17 | 11 | 5 | 1 | 38:11 | 38 |
| 2. | ურუგვაი | 17 | 8 | 4 | 5 | 28:18 | 28 |
| 3. | ჩილე | 17 | 8 | 2 | 7 | 26:24 | 26 |
| 4. | კოლუმბია | 17 | 7 | 5 | 5 | 20:18 | 26 |
| 5. | პერუ | 17 | 7 | 4 | 6 | 26:25 | 25 |
| 6. | არგენტინა | 17 | 6 | 7 | 4 | 16:15 | 25 |
| 7. | პარაგვაი | 17 | 7 | 3 | 7 | 19:24 | 24 |
| 8. | ეკვადორი | 17 | 6 | 2 | 9 | 25:26 | 20 |
| 9. | ბოლივია | 17 | 4 | 2 | 11 | 14:34 | 14 |
| 10. | ვენესუელა | 17 | 1 | 6 | 10 | 18:35 | 9 |
მესის ხათრით ვბალეშიკობ არგენტინას ასე რომ კარგი იქნება თუ იმედებს არ გამიცრუებენ არგენტინელები.
შეიძლება გავიდნენ მაგრამ მერე მეჭვება სამპოლის ხელში არგენტინამ რამე შესძლოს
არგენტინა უეჭველი მოიგებს ბოლო მატჩს.
ძაან დაიმძიმა ვითარება არგენტინამ მარა მჯერა გავა
გაუცჰირდებატ იმიტო რო ეკვადორს სტადიონი დზალიან უცნაურ ადგილზე აქ სადაც რტულია ტამასჰი წნევაა მაგალი იქ დზაან მაგალ ადგილზე აქვტ სტადიონი ეკვადორელები სჰეცჰვეულები არიან და არგენტილებმა ტავის ტავს უნდა გადაახტენ რო მოიგონ
აუცილებლად მოსაგებია ამათ იმედზე ვერ ვიქნებით