"ბარსელონა" მზადაა ვიდალი 13 მილიონად გაყიდოს

"ბარსელონა" მზადაა ვიდალი 13 მილიონად გაყიდოს

კატალონიის "ბარსელონას" ხელმძღვანელობა მზადაა გუნდის მარჯვენა მცველს, ალეიშ ვიდალს ზამთარში შეელიოს, თუ რომელიმე კლუბი მის სანაცვლოდ 13 მილიონ ევროს გადაიხდის. ამ ინფორმაციას Sport ავრცელებს.

ვიდალს "ბარსელონაში" ძალიან რთული პერიოდი უდგას. კატალონიურ გუნდში გადასვლის შემდეგ, პირველი 6 თვის განმავლობაში, მას თამაშის უფლება FIFA-ს შეზღუდვის გამო არ ჰქონდა. გასული სეზონის მე-2 ნახევარში კი მან თავი ვერაფრით გამოიჩინა.

მიმდინარე სეზონში 27 წლის ფეხბურთელის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. ის განაცხადს მიღმა ზედიზედ 7 თამაშში დარჩა. ლუის ენრიკემ ვიდალს შანსი არც "დეპორტივოსთან" მისცა, როდესაც გუნდის მთავარი მარჯვენა მცველი სერჟი რობერტო ტრავმირებული იყო.

კატალონიური პრესის ცნობით, "ბარსელონა" მზადაა 18 მილიონად შეძენილ ფეხბურთელს, იანვარში, 13 მილიონად შეელიოს. კლუბი არც ვიდალის განათხოვრებას გამორიცხავს.

გავრცელებული ინფორმაციით, ესპანელი ფეხბურთელის დამატებით იტალიური გუნდები, "ინტერი", "მილანი" და "ნაპოლი" არიან დაინტერესებულნი.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    guga guga
    სტუმარი [?]
    #4 17 ოქტომბერი 2016 13:45
    0
    Aრარის ეს კაცი GასაშVები უბრალოდ ტამაშI არ უწევს .. ერთI თAმაშით გადაწყვიტეს რო Aრვარგა...თAნ ისეთ შEმადგენლობასთAნ ერთAდ დააყენეს უეჭVელი გაარგვევდნენ
    Culé [?]
    #3 17 ოქტომბერი 2016 13:03
    0
    რა არ ხდება ფეხბურთში... ალვეში უფასოდ წავიდაა და ამას 13 მილიონად ვყიდით :დ ისეთები გავყიდეთ 2-3 მილიონებში და ამაში 13 ის ვინ გადაიხდის :დ
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 17 ოქტომბერი 2016 12:53
    0
    ციტატა: 10 leo
    სატადარიგო ხო გვინდა.

    ამას სათადარიგოთაც რო არ განიხილავს ენრიკე, დეპორტივოსთან დაამტკიცა რო საერთოდ კიდია ეს კაცი
    10 leo
    სტუმარი [?]
    #1 17 ოქტომბერი 2016 12:42
    0
    სატადარიგო ხო გვინდა.