ტოსტაო: "ნეიმარი რომარიოს, რონალდოს, კაკას, ფიგუს და რივალდოს უკვე სჯობს"

ტოსტაო: "ნეიმარი რომარიოს, რონალდოს, კაკას, ფიგუს და რივალდოს უკვე სჯობს"

ბრაზილიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, ტოსტაომ კომენტარი გააკეთა "ბარსელონას" ბრაზილიელ ლიდერ ნეიმარზე.

"ნეიმარი უკვე რონალდოსა და რომარიოზე უკეთესია. მას ყველაფერი აქვს, ის უფრო სრულყოფილი ფეხბურთელია. რომარიოსა და რონალდუს უფრო მკვეთრი თვისებები ჰქონდათ.

არ ვიცი ერთ დღეს ნეიმარი გახდება თუ არა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი, მაგრამ ეჭვი არ მეპარება, რომ იგი თანამედროვე ფეხბურთში მოვლენაა. მას ყველა საჭირო უნარ-ჩვევები აქვს, რაც თავდამსხმელს სჭირდება.

ნეიმარი ამ დროისათვის საუკეთესო ფეხბურთელი არაა, რადგან აქ არიან ლეო მესი და კრიშტიანუ რონალდუ, მაგრამ ის უკეთესია, ვიდრე - კაკა, ფიგუ და რონალდო." - აცხადებს ტოსტაო.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 10 ოქტომბერი 2016 22:35
    0
    ნეიმარი რომ მაღალი დონის ფეხბურთელია ეჭვი არავის ეპარება, მაგრამ იმის თქმა რომ რონალდოს კაკას და რომარიოს ჯობიაო ხმამარალი ნათქნამია. ყველაფერს რომ თავი დავანრბოთ რონალდინიომდეც ძალიან ბევრი აკლია. ნეიმარმა ჯერ ის ტიტულები უნდა მოიგოს რაც თავის დროზე ამ ლეგენდებმა მოიგეს, რისი გაკეთებაც ძალიან გაუჭირდება მესის და რონის ეპოქაში. ანუ ერთადერთი ფაქტორი რაც ხელს შეუშლის ნეიმარს აჯობოს ზემოთ ხსენებულ ფეხბურთელებს ეს ჯერ მესი და მერე რონია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 10 ოქტომბერი 2016 16:33
    0
    ესეც მაგარი იყო, 1970 წლის მექსიკის მსოფლიო ჩემპიონატზე, ტოსტაო, პელე, ჟაირზინიო უმაღლესი შეტევა იყო....