“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, ერნესტო ვალვერდემ ლა ლიგის მე-2 ტურის მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. შეგახსენებთ, რომ “მენდისოროსაზე” გამართული შეხვედრა კატალონიური გრანდის დამაჯერებელი გამარჯვებით, 2:0 დასრულდა.
“რთული გამარჯვება მოვიპოვეთ. მოთმინების გამოჩენა მოგვიწია. “ალავესის” მოთამაშეები ზონების გადაკეტვის მიზნით ერთმანეთთან ახლოს იყვნენ განლაგებულნი.
გოლის შემდეგ თამაში გაიხსნა და შესაბამისად, მეტოქემ სივრცეების დატოვება დაიწყო. ჩვენ ისინი კვლავ გამოვიჭირეთ. არსებული სირთულეები დავძლიეთ და ახლა უკვე 6 ქულა გვაქვს.
“მატყუარა ცხრიანის” პოზიცია მესისთვის ახალი არ არის. ჩვენი თამაშის სტილი შემადგენლობას უნდა მოვარგოთ, მაგრამ როცა მხოლოდ 18 ფეხბურთელი გყავს, ამის გაკეთება რთულია.” – ამბობს ერნესტო.
რაც შეეხება ტრანსფერებს, როგორც იცით, ვალვერდე იმედოვნებს, რომ აგვისტოს ბოლომდე გუნდი უფრო გაძლიერდება.
ვალვერდესი მჯერა და ტრიპლეტი უნდა დაგვადებინოს უეჭველი
მე ვერ ვხედავ რომ ამან ბარსას რამე ახალი შემატა,არცერთი გოლი რაიმე დამუშავებული კომბინაციით არ გაიტანეს
მიდი მგელო
ერნესტო მგელი ხარ, მიდიიი სულ მოგებები გვინდა
pirveli golis mere martla kargad itamashes, momecona. nu ai pirveli taimi sashineleba iyo