ჟოზეპ მარია ბართომეუსა და მის თანაშემწეებს კრიტიკა არასდროს აკლდათ, ამ სეზონში კი “ბარსას” ხელმძღვანელობის მიმართ უკმაყოფილება კიდევ უფრო იზრდება.
ბოლო ცნობილი ადამიანი, რომელიც ადმინისტრაციის მუშაობით და გადაწყვეტილებებით უკმაყოფილოა, ექს-“ბარსელონელი” კრისტოფ დუგარია.
“ბარსელონას” ხელმძღვანელობა სრულიად უსარგებლოა.
ფული მათთვის პრობლემა არაა, იმიტომ რომ მათ ის საკმარისად აქვთ. თუ უკეთესი ფეხბურთელების შეძენა უნდათ, ერთადერთი, რაც უნდა გააკეთონ, ამ ფულის დახარჯვაა.
თუ მათ დემბელეს ყიდვა უნდათ, ფული უნდა გადაიხადონ. ასევეა კოუტინიოს შემთხვევაშიც. 10-20 მილიონის გამო ხელის ჩაქნევა არ ღირს.” – განაცხადა დუგარიმ SFR Sport1-თან ინტერვიუში.
ფრანგი ბოლო დროის ტრანსფერებითაც არაა კმაყოფილი.
“ბარსელონამ” დანი ალვესი დაკარგა და მხოლოდ ლუკა დინი მოიყვანა. უკანასკნელ წლებში მოყვანილი ფეხბურთელების დონე კატასტროფულად დაბალია.“.
კრისტოფ დუგარი “ბარსელონას” რიგებში 1997-98 წლებში გამოდიოდა.