ფეხბურთელების კომენტარები მატჩის შემდეგ

ფეხბურთელების კომენტარები მატჩის შემდეგ

"სელტიკთან" ბრწყინვალე გამარჯვების შემდეგ "ბარსას" ფეხბურთელებმა მცირე კომენტარები გააკეთეს. გთავაზობთ, რამდენიმე მათგანს:

ინიესტა

"მესი უნიკალურია. ჩვენ ძალიან ეფექტურები ვიყავით, შევქმენით ბევრი შანსი და შევზღუდეთ მეტოქე. ჩვენ, ერთად, ყველფერთან ბრძოლა შეგვიძლია"

ლუის სუარესი

"ჩვენი ტრიო? ჩვენ ერთად სასტარტოში პირველად ვითამაშეთ, რადგან ნეიმარი ნაკრებში იყო. დღეს ჩვენ გვქონდა შანსი, რომ ერთად გვეთამაშა და გუნდისთვის 3 ქულა მოგვეტანა. ბოლო წლებში ჩვენი გოლები საკმაოდ მნიშვნელოვანი გამოდგა ტიტულებისთვის."

ტერ შტეგენი

"პენალტის აღების დროს მთავარი იღბალი და მომზადებაა. ფანებმა, ასევე, მხარი დამიჭირეს, რაც დამეხმარა პენალტის აღებაში."

რაკიტიჩი

"ჩვენ, ყველამ ვიცით, ტრიდენტის დონე, როცა გოლი გვჭირდება, ისინი ყოველთვის ადგილზე არიან. ჩვენ  ყოველთვის ვცდილობთ, რომ კარგად ვითამაშოთ, დღეს, ცოტა მეტი მონდომებით ვითამაშეთ, მაგრამ "ბარსა" ყოველთვის მოგებისთვის თამაშობს."

ანდრე გომეში

"ვფიქრობ, რომ კარგად ვითამაშეთ. წაგების შემდეგ რეაბილიტაცია მოვახდინეთ. გვინდა, რომ, ყველაფერი გამარჯვებით დავიწყოთ. დღეს, ჩვენ ეს მოვახერხეთ."

ალბა

"გუნდმა ძალიან კარგად ითამაშა. პირველი ტაიმიდან მოყოლებული, ვიცოდით, თუ რა უნდა გაგვეკეთებინა და ეს შევასრულეთ, კარგი ანგარიში და თამაში დავაფიქისირეთ."

უმტიტი

"ჩემთვის, მესი ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია და ეს მან დღეს აჩვენა. გუნდი დაცვაშიც და შეტევაშიც კარგი იყო"

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 14 სექტემბერი 2016 13:27
    0
    ციტატა: otika97
    roberto pike umtiti alba es dacva unda iyves dziritad matchebshi msn ze ravi ertia ro alkaseri ainda ro daichagros da skami xexos unfa atamashos xolme axlebidan jer umtiti momwons mara sezoni grdzelia da sxvebi c daixvewebian mtavaria luchom shansi misces

    Aლკასერს მიეცემა საკმარისი დრო იქ კოპააა, ლა ლიგაში კიდე სუსტ გუნდებთან აუცილებლად ათამაშებს, ახლებიდან ყველაზე მეტად უმტიტი მომწონს მეც, გუშინ კიდევ გომეში მომეწონა ძალიან,ბევრი შეუძლია მაგ ბიჭს და დრო უნდა რომ წარმოაჩინოს ეგ უველაფერი
    otika97
    სტუმარი [?]
    #2 14 სექტემბერი 2016 13:23
    0
    roberto pike umtiti alba es dacva unda iyves dziritad matchebshi msn ze ravi ertia ro alkaseri ainda ro daichagros da skami xexos unfa atamashos xolme axlebidan jer umtiti momwons mara sezoni grdzelia da sxvebi c daixvewebian mtavaria luchom shansi misces
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 14 სექტემბერი 2016 13:16
    0
    "ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, რომ კარგად ვითამაშოთ, დღეს, ცოტა მეტი მონდომებით ვითამაშეთ" :-) :-) :-) მხეცები