"ბარსელონა"-"ალავესი" 1:2 - ფეხბურთელთა შეფასებები

"ბარსელონა"-"ალავესი" 1:2 - ფეხბურთელთა შეფასებები

გთავაზობთ "ბარსელონასა" და "ალავესს" შორის გამართულ მატჩში კატალონიური გუნდის ფეხბურთელების შეფასებებს Sport-ის მიხედვით. ყველაზე ცუდი შეფასება ხავიერ მასკერანომ მიიღო, ხოლო ყველაზე კარგი - მესიმ და გოლის ავტორმა მატიემ.

სილესენი -5

პირველი გოლის დროს ის ვერაფერს იზამდა, მაგრამ ჰოლანდიელს მე-2 დარტყმულის აღება შეეძლო. ის ბურთს შეწვდა კიდეც.

ვიდალი - 4

მარჯვენა ფლანგზე აქტიური, მაგრამ არაპროდუქტიული. პასის დროს სიზუსტე აკლდა. მისგან მეტი მოითხოვება.

მასკერანო - 3

არგენტინელმა საშინელი თამაში ჩაატარა. მას ბრალი "ალავესის" ორივე გოლში მიუძღვის. პირველ შემთხვევაში, მან დეივერსონი ვერ აიყვანა, მეორეში კი, მეტოქის შეტევა სწორედ მის შეცდომას მოჰყვა.

მატიე - 6

ფრანგმა მცველმა ანგარიში თავური დარტყმით გაათანაბრა. რამდენმე წუთში, მას მეორე გოლის გატანაც შეეძლო, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ვერ მოახერხა.

დინი - 5

გაუბედავად ითამაშა. ფრანგი მცველი იმაზე ნაკლებად ზუსტი იყო, ვიდრე სუპერ თასზე "სევილიასთან". შესაძლოა, ამის მიზეზი ისაა, რომ მას ფლანგზე უკვე ნეიმარი ჰყავდა. მე-2 ტაიმში მოუმატა, მაგრამ არა საკმარისად.

ბუსკეტსი - 5

ამ თამაშში გუნდს უკაპიტნა და ის "ლა მასიას" ერთადერთი აღზრდილია, რომელიც სასტარტო შემადგენლობაში იყო. უფრო მეტად დაცვაზე იყო ორიენტირებული, ვიდრე შეტევაზე. წინ მყოფი ნეიმარისგან განცალკევებით თამაშობდა.

რაკიტიჩი - 5

ხორვატმა ნახევარმცველმა გოლის გატანის რამდენიმე კარგი შანსი გაუშვა ხელიდან.

დენის სუარესი - 5

არაფრით გამორჩეული თამაში. ცდილობდა პასები ხაზებს შორის გაეკეთებინა, მაგრამ მისი ეს მცდელობები ჩანასახიდანვე წარუმატებელი იყო. "ალავესის" პირველი გოლის დროს, მან კიკო ფემენიას ჩაწოდებაში ხელი ვერ შეუშალა. თამაში, რომელიც დენისმა უნდა დაივიწყოს.

თურანი - 5

აკლდა დინამიკა, რომელიც მან ბოლო თამაშებში გვიჩვენა. შემტევ პარტნიორებთან შეთამაშება აკლდა.

ალკასერი - 4

გუნდის ახალწვეულს ადაპტაცია ჯერ აშკარად არ გაუვლია. მას თანაგუნდელებთან შეთანხმებულად მოქმედება უჭირდა. ის მეტოქისთვის საფრთხეს თითქმის არ წარმოადგენდა. ამ თავდამსხმელის გახსნას ჯერ კიდევ უნდა დაველოდოთ.

ნეიმარი - 5

ყველაზე დინამიური ფეხბურთელი, მაგრამ თანაგუნდელებმა მას ამაში მხარი ვერ აუბეს. მესის შემოსვლამდე, მთელ მოედანზე გადაადგილდებოდა, ამის შემდეგ კი, ის თავის მარცხენა ფლანგზე დაბრუნდა.

მესი - 6

ბევრს ეცადა, მაგრამ დრო არ ეყო. შეხვედრის ბოლო მომენტი მას შეექმნა, მაგრამ არგენტინელმა არაზუსტად დაარტყა.

ინიესტა - 5

მოედანზე შესვლის შემდეგ, გუნდის გამოცოცხლება ვერ მოახერხა.

ლუის სუარესი - 5

ურუგვაელი თავდამსხმელი მეტოქის საჯარიმოში ბურთს არ შეხებია.

 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 8 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    kapo22
    სტუმარი [?]
    #8 11 სექტემბერი 2016 23:26
    0
    ვიდალი გაიტანეთ და რობერტო ათამაშეთ ვაფშე ვერ ავხსენი ეს ტრანსფერი როცაა განხორციელდა
    visca barca123
    სტუმარი [?]
    #7 11 სექტემბერი 2016 16:00
    0
    Suaresze tyuilia sheexo maraa ver daamushaavaaa rodesaac statias wert kargad daufiqrdiit
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 11 სექტემბერი 2016 15:49
    0
    ეხლა კი ნამდვილათ არ დამწყდება გული რომ თამაშ smile ის ყურება ვერ მოვახერხე.
    Lionel Messi - Pure Magic
    სტუმარი [?]
    #5 11 სექტემბერი 2016 15:41
    0
    ციტატა: RIVALDO_LEGEND
    მოკლედ, პირველი მეკარე შტეგო იქნება... ლა ლიგაზე და ჩემპიონთა ლიგაზე ტერი იქნება, სილესენი კოპაზე... მარჯვნივ უთქმელად რობერტო, ვიდალი რა ჩიოლარიცაა გამოჩნდა.. ცენტრალური დაცვა პიკე-უმტიტი... მარჯვნივ ალბა იქნება რათქმაუნდა, თან ძველ ფორმას დაიბრუნებს იმედია!!! ნახევარდაცვა გომეში (რაკეტა) ინი ბუსი... რაკეტას ხილვა არ მინდა მე ძირითადში.. ლიჟბი ფორმაში ჩადგეს გომეში, რაკეტას სკამზე მოსვავს... შეტევა უცვლელი იქნება... და ალკასერს ბევრი აკრიტიკებს, პირველივე მატჩში გვინდოდა გოლები ეყერა, მაგრამ ასე არ ხდება!! ნეიმარმა ვერაფრით გამოიჩინა თავი და ალკასერისგან რა გვინდა? პაკო ჩადგება ფორმაში, და მალე სულ სხვა ბარსას ვიხილავთ!!!

    პაკოსგან გოლების წვიმას არავინ ელოდა, მაგრამ პირადად მე იმას ვითხოვდი რომ ბურთი მაინც მიეღო.. თამაშის მანძილზე მაქსიმუმნ 10-ზე შეეხიო ბურთს და ერთხელ დაურტაყმს კარისკენ. ეს კარგი შედეგია 65 წუთში?
    F.c.B gIo
    სტუმარი [?]
    #4 11 სექტემბერი 2016 15:30
    0
    თავიდანვე კარგი სასტავი უნდა დაეყენებინა ლუის ენრიკეს.
    samuel umtiti 23
    სტუმარი [?]
    #3 11 სექტემბერი 2016 15:26
    0
    სილესენი რა დირკაა 3 ჯერ დაარტყეს და 3 ვე გაუშვა ერთი კი თამაშგარე იყო მარა მაინც
    JDraxler10
    სტუმარი [?]
    #2 11 სექტემბერი 2016 15:02
    0
    ეს ერთი ჩავარდნა არაფერია მთავარია დანარჩენი თამაშები ჩავატაროთ სტაბიურად და მოვიგოთ რას იზამ ხდება ხოლმე ჯერ სეზონის სტარტია sweat
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 11 სექტემბერი 2016 15:02
    0
    არდა ისეთ ადგილას ათამაშა, მგონი მაგ პოზიციაზე ცხოვრებაში არ უთამაშია და ჩაიჯვავდა აბა რა იქნებოდა, ხო და კიდე დაგლილ სასტავს ვასვენებდიო ენრიკემ, კარგი სუა დაიღალა 2 თამაში ითამაშა ნაკრებში, უმტიტი? ვის ასვენებ სკამზე იჯდა ტიპი იქ არ ეყო დასვენება? პირიქით მასკე უნდა დაესვენებინა