ლუის სუარესის 7 მოგონება ლივეპულთან დაკავშირებით

ლუის სუარესის 7 მოგონება ლივეპულთან დაკავშირებით

როგორც იცით დღეს "ბარსელონა" "ლივერპულს" დაუპირისპირდება. "ბარსას" ურუგვაელი ფორვარდისათვის ეს მატჩი განსაკუთრებული იქნება. კატალონიაში გადმობარგებამდე სუარესი "ლივერპულის" ღირსებას იცავდა და კლუბის ისტორიაში, როგორც ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი ისე ჩაიწერება.

ფეხბურთელის დებიუტი მერსისაიდულ გუნდში 2011 წლის თებერვალში შედგა. პირველ მატჩში სუარესი "სტოკ სითის" დაუპირისპირდა და მოედანზე შემოსვლიდან 15 წუთში პირველი გოლიც გაიტანა.

ურუგვაელს არაერთი მოგონება აკავშირებს "ლუვერპულთან", მათ შორის ბევრი იყო როგორც კარგი, ასევე ცუდი. გთავაზობთ 7 მოგონებას, რომელიც სუარესს ცხოვრების ბოლომდე ემახსოვრება.

1. ნათმეგი და გოლი სტოკის წინააღმდეგ.

2011/12 წლის სეზონში სუარესმა თავი 11 ჯერ გამოიჩინა. ერთი გოლი კი მისთვის ორმაგად სამახსოვროა. პირველ რიგში ის იყო მისი პირველი გოლი "ლივერპულის" მაისურით, მეორე რიგში კი თავად გოლი იყო ულამაზესი.

2. დაპირისპირება პატრის ევრასთან.

2011 წლის ოქტომბერში, როგორც სხვადასხვა წყარო იუწყება, სუარესმა ევრას რასისტულად მიმართა. ეს ფაქტი კიდევ უფრო გამძაფრდა, როდესაც ურუგვაელმა ფრანგზე ხელის ჩამორთმევა იუარა.

3. გოლი "ნიუკასლის" კარში.

ულამაზესი გოლი, რომელიც სუარესმა ერთი შეხედვით ადვილად გაიტანა, თუმცა შესასრულებლად ძალიან რთული იყო. შორეული გადაცემა ფეხბურთელმა მკერდით მიიღო, მეკარე მოატყუა და კარში შეაგორა.

4. "ნორვიჩი"

"ნორვიჩი" სუარესის საყვარელი მეტოქე იყო. ურუგვაელმა ფორვარდმა 6 მატჩის განმავლობაში, მათ კარში 12 ჯერ გაიატანა.

5. ბრანისლავ ივანოვიჩზე კბენა

"ჩელსისთან" თამაშისას სუარესს ნერვებმა უმტყუნა და ბრანისლავ ივანოვიჩს უკბინა, რის შედეგადაც 10-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა.

6. უძლიერესი თავური

"ვესტ ბრომვიჩის" წინააღმდეგ სუარესმა უძლიერესი გოლი გაიტანა თავური დარტყმით. "ენფილდზე" მისულ გულშემატკივრებს ასეთი სიძლიერის თავური არასოდეს უნახავთ.

7. დრიბლინგი და გოლი დერბიში

"ევერტონის" წინააღმდეგ თამაშისას, სუარსმა არაჩვეულებრივი სოლო გოლი გაიტანა. ფეხბურთელმა მთელი მოედნის ორ-მესამედზე მეტი გაირბინა და მეკარისაგან მარცხენა დაბალ კუთხეში მოათავსა ბურთი.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    lionel beqa
    სტუმარი [?]
    #6 8 აგვისტო 2016 09:39
    0
    სგ სუარეზზზზზზზზზზზზზზზზზზზზზზზზზ[url=http://]My Webpage[/url] kissing_heart [s][/s][quote][/quote]
    M10 S9 N11 MSN
    სტუმარი [?]
    #5 7 აგვისტო 2016 18:27
    0
    რა ვიცი ბარსაში წყნარია
    Neymar fani
    სტუმარი [?]
    #4 7 აგვისტო 2016 13:30
    0
    გიჟია ეს ჩემისა კიდე კაი ბარსაში წყნარა smile და
    RG10
    სტუმარი [?]
    #3 7 აგვისტო 2016 12:32
    0
    ვცადე მაგრამ არ გამოვიდა. : ))) მერე ამდენი ნაწერის წაშლა დამენანა, თორე ერთი ფიქრი ვფიქრობდი ვიდეოების გარეშე ცუდი გამოვათქო.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 6 აგვისტო 2016 21:19
    0
    სტატიას ვიდეოებიც რომ დაგერთოთ კარგი იქნებოდა! არ უნდა დაგზარებოდათ!
    მე ვიწვალე და ყველა ეს მომენტი ვიპოვე.

    ასე რომ დაბალ დონეზე ვაფასებ სტატიას!

    bowtie bowtie bowtie bowtie bowtie bowtie bowtie bowtie bowtie
    zuka-j
    სტუმარი [?]
    #1 6 აგვისტო 2016 20:54
    0
    მხეცი ხარ სუა მხეცი მიდი ტრიპლეტი უნდა დავდოთ