workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონა” ფეხბურთელების მარტივად დათმობას განაგრძობს

“ბარსელონა” ფეხბურთელების მარტივად დათმობას განაგრძობს

ფეხბურთელების გაყიდვით ფულის გამომუშავება ბოლო წლებში “ბარსელონასთვის” შეუსრულებელ დავალებად იქცა. ჟერემი მატიე “სპორტინგს” თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა, კლუბს კი ფრანგის ტრანსფერის სანაცვლოდ თანხა არ მიუღია.

3 წლის წინ “ბარსელონამ” “ვალენსიას” ფრანგი მცველისთვის 20 მილიონი გადაუხადა, ახლა კი გამოცდილი მცველი უფასოდ გაუშვა და მსოფლიომ კიდევ ერთხელ იხილა, რომ კატალონიურ გრანდს ამ საკითხში სერიოზული ჩავარდნა აქვს.

ეს სამწუხაროდ, პირველად არ ხდება. გასულ ზაფხულში კლუბი უფასოდ ოთხმა ფეხბურთელმა დატოვა, ყველაზე გასაოცარი კი ის არის, რომ ამ მოთამაშეებს შორის დანი ალვესი და სანდრო რამირესი გვხვდება – მათ წასვლის შემდეგ შესანიშნავი სეზონი ჩაატარეს.

არცთუ ისე შორეულ წარსულში კლუბი უფასოდ დატოვეს ალექს სონგმა და მარტინ მონტოიამ. უნდა აღინიშნოს ფეხბურთელები, რომლებიც კლუბმა ძალიან იაფად გაყიდა. “ბარსამ” ბარტრას ტრანსფერით დაახლოებით 8 მილიონი გამოიმუშავა, ხოლო ადრიანოს გაყიდვით – 1.

მადრიდული გამოცემა Marca “ბარსელონას” მიერ უფასოდ ან იაფად გაშვებულ ფეხბურთელთა ათეულს წარმოგვიდგენს: ჟერემი მატიე, დანი ალვესი, სანდრო რამირესი, ალექს სონგი, მარტინ მონტოია, ადრიანო, ალენ ჰალილოვიჩი, მარკ ბარტრა, დავიდ ვილია და იბრაჰიმ აფელაი.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward