დენის სუარესი ტრებლის მოგებაზე ოცნებობს

დენის სუარესი ტრებლის მოგებაზე ოცნებობს

2016/17 წლების სეზონისთვის "ბარსელონას" პირველი შენაძენი დენის სუარესი, კატალონიურ კლუბში დაბრუნების შემდეგ, Barca TV-ს ესაუბრა.

"მანჩესტერ სიტიში" გადასვლა

"ეს ნაბიჯი პროფესიონალური ფეხბურთის სათამაშოდ გადავდგი. დავტოვე ადგილი, სადაც გარშემო ყველას ვიცნობდი და ეს ნაბიჯი გადამწყვეტი გამოდგა. ასეთ დროს, ახალი ენა, ახალი კულტურა, ახალი ფეხბურთი და სრულიად განსხვავებული, ფიზიკურ ძალაზე აგებული სტილი უნდა ისწავლო. საბოლოოდ, ინგლისში ბევრი რამ ვისწავლე."

ინგლისიდან "ბარსა ბ"-ში

"საფეხბურთო თვალსაზრისით ჩემი ზრდა "ბარსელონაში" გვარდიოლას ერას დაემთხვა. ამ დროს, ამ გუნდში ჩავი და ინიესტა თამაშობდნენ. იმ გუნდმა მთელი მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო. როდესაც "ბარსელონადან" დამიკავშირდნენ, არც კი დავფიქრებულვარ. ამ გუნდში გადმოსვლის დროს ეჭვი არ მქონია."

"სელტასა" და "ბარსა ბ"-ს ყოფილი მწვრთნელი ეუსებიო

"ეუსებიო ჯერ კიდევ "სელტაში" თამაშის დროს გავიცანი. იმ დროს, 14-15 წლის ვიყავი და ის პირველ გუნდთან ერთად სავარჯიშოდ ხშირად მიძახებდა. ის ამხანაგურ მატჩებში თამაშის შესაძლებლობასაც მაძლევდა. "ბარსა ბ"-ში გადასვლის დროს, ეუსებიოს ფაქტორი მნიშვნელოვანი იყო. ვფიქრობ, მას მუშაობის განსაკუთრებული სტილი აქვს. ის ფენომენალური მწვრთნელია, რომელიც ფეხბურთელებთან ურთიერთობას კარგად ალაგებს."

ოცნება

"ჩემი ოცნება ჩემპიონთა ლიგის, ესპანეთის ჩემპიონატისა და თასის მოგებაა. მინდა, ტრებლი მოვიგო. ვფიქრობ, ამაზე ყველა ოცნებობს, ვინც "ბარსაში" მოდის. გარდა ამისა, მსურს, რომ პირველი გუნდის მნიშვნელოვანი წევრი გავხდე."

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 7 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Papuu
    სტუმარი [?]
    #7 10 ივლისი 2016 20:49
    0
    რა ამბიციები აქვს ნახე :D
    არ დაგავიწყდეს ვის წინააღმდეგ მიდიხარ დენის ჯერ ლა ლიგაში მერე ევროპაში
    ტრიპლეტის მოგება კიდე კარგა ხანს დაგაგვიანდება
    maxo barsa
    სტუმარი [?]
    #6 10 ივლისი 2016 20:28
    0
    Meti arapperi unda:D:D
    barselonista cule
    სტუმარი [?]
    #5 10 ივლისი 2016 20:23
    0
    ვისკა ელ ბAსA VIსKA KAტALUNIA FOზA BAრსა PUტA რეAL
    barselonista cule
    სტუმარი [?]
    #4 10 ივლისი 2016 20:01
    0
    ეს მაგარი ნიჭიერია
    Culé [?]
    #3 10 ივლისი 2016 19:57
    0
    ტრიპლეტი რას მეყოფა მე 6 ტიტული მინდა მინიმუმ 5.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 10 ივლისი 2016 19:56
    0
    მოინდომე და ყველაფერი იქნება! love
    --------------------
    GRACIES JOHAN...
    სერხი რობერტო
    სტუმარი [?]
    #1 10 ივლისი 2016 19:48
    0
    მოიგებ ამ სეზონში :)