ნასერ ალ-ხელაიფსა და ბართომეუს შორის ურთიერთობა იძაბება

ნასერ ალ-ხელაიფსა და ბართომეუს შორის ურთიერთობა იძაბება

როგორც ჩანს, მარკო ვერატის ირგვლის ატეხილმა აჟიოტაჟმა, პსჟ-ს პრეზიდენტის, ნასერ ალ-ხელაიფის გაბრაზება გამოიწვია და “ბარსელონასა” და ფრანგული კლუბის ხელმძღვანელებს შორის ურთიერთობა იძაბება. ეს ვითარება არც ახლა დაწყებულა და შესაძლოა 31 აგვისტომდე კიდევ უფრო მეტად გამძაფრდეს. პარიზში მთავარ პრიორიტეტად ვერატის შენარჩუნება მიაჩნიათ და ფიქრობენ კიდეც, რომ იტალიელის გადარწმუნებას შეეცდებიან. კატალონიაში კი პირიქით, ცდილობენ, რომ ყველა ხელსაყრელი მომენტი გამოიყენონ და მომავალ სეზონში ფეხბურთელმა ლურჯ-ბროწეულისფერი ფორმა მოირგოს.

არც ნასერ ალ-ხელაიფის სიბრაზეა კატალონიელებისადმი ახალი. მით უმეტეს, რომ ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა “ბლაუგრანა” პარიზელთა ფეხბურთელით ინტერესდება – ტიაგო სილვა, მარკინიოსი და ახლა უკვე ვერატიც. თავად ფეხბურთელი ბარსაში თამაშის სურვილს არ მალავს, თუმცა იგი პსჟ-ს პრეზიდენტის სამომავლო გეგმებში შედის და ასე მარტივად არ აპირებს გააძლიეროს გუნდი, რომელთანაც 4-0 უპირატესობა გაანიავა და რომელმაც 8 მარტს ისტორიული ქამ-ბექი შემოგვთავაზა (6-1).

აღნიშნულ საკითხზე, როგორც უკვე იცით, კომენტარი გააკეთა პარიზელთა ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა, პატრიკ კლუივერტმა. 1998-2004 წლებში “ბარსელონას” თავდამსხმელმა, თავისი ყოფილი კლუბის იმედები მინიმუმზე დაიყვანა. მისი თქმით, ვერატის მართლაც სურს “ბარსელონაში” თამაში, მაგრამ ალ-ხელაიფი იტალიელს ასე მარტივად არ შეელევა. ასევე კლუივერტმა დაამატა, რომ მისი აზრით ვერატის ფასი 80 მილიონზე ბევრად მეტია და ის ფეხბურთელში 100 მილიონზე მეტსაც კი გადაიხდიდა.

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (10)

  • lado-barca
    22 ივნ 2017, 16:08

    მალე გამოუშვას რა ვერატი!

  • Xavi Hernandez
    22 ივნ 2017, 15:24

    მიდი ბართუშ მიაწექი

  • Guro messi
    22 ივნ 2017, 15:06

    რა გაატრაკა ამ ყლელაიფიმ საქმე

  • theodore bagwell
    22 ივნ 2017, 14:23

    Xelaifia tu xalifa movutyan momgoni

  • MU1810
    22 ივნ 2017, 14:22

    იუვეში წადი ვერო ამ დაქცეულ გუნდში რაგინდა რაა

  • Johan Cruyff 14
    22 ივნ 2017, 13:56

    ეჰჰ მოდი და ვერაა კაი კაცია ეს თავმდაბალი

  • Carles16
    22 ივნ 2017, 13:06

    ამ ბართომეუსი უბრალოდ არ მესმის რა ძალით ანგრევს გუნდს? ჯერ ერთი რას ჟმოტავს ფულს მიაშავოს რამდენიც უნდა, გუნდი 2 წელია ლიგას ვერ იგებს და ასე თუ გაგრძელდა კაი ხანი ვერც მოიგებს და რა უნდა ვერ გავიგე? ასეთი დონის გუნდმა ერთ ზაფხულში 250 მილიონი ვეღარ უნდა გამონახოს? პერესს მარტო მაგდენის ზამენა ყავს. ან ეს მბულას გაშვება რა იყო? არ ვიცი რა არ ვიცი რაზე ფიქრობენ

  • Gerip3
    22 ივნ 2017, 13:04

    მიდი ბართო არ დაუთმო არაფერი joy

  • lucho pepi
    22 ივნ 2017, 12:05

    Mova veratti

  • Berlinetta♥
    22 ივნ 2017, 11:50

    შეხვდნენ ერთმანეთს და მუშტით გადაწვიტონ, დავაი მოიხოდე ბართო