მატჩისშემდგომი მიმოხილვა: ფიგუ დაბრუნდა, ბარსა დამარცხდა

მატჩისშემდგომი მიმოხილვა: ფიგუ დაბრუნდა, ბარსა დამარცხდა

  ასეთი ცუდი მეორე ტაიმი ბოლოს “მონაკოსთან” ვნახეთ გასულ სეზონში. ფრანგებთან როგორც ჩანს რაღაც არ გამოდის. ფავორიტი “ბარსა” იყო, რადგან პსჟ-ს ოთხი წამყვანი მოთამაშე აკლდა – კვარა, დუე, დემბელე და მარკინიოსი. მიუხედავად ამისა, ჩემპიონებმა ისე ითამაშეს, როგორც სჩვევიათ ნამდვილ ჩემპიონებს, ლუის ენრიკემ ჰანსი ფლიკს გაკვეთილი ჩაუტარა. უყვართ ლუისი “ბარსელონაში”, უყვართ როგორც ფეხბურთელი და როგორც მწვრთნელი, უყვართ როგორც კარგი ადამიანი. 

მთავარი გარემარბები აკლდათ, მაგრამ ისეთი განაპირა მცველები ჰყავთ ფაქტობრივად გარემარბებიც არიან. მსოფლიოს საუკეთესო მარცხენა და მარჯვენა მცველი მათია. მენდეშმა იამალთან დუელს თავი გაართვა და შეტევაშიც ბრწყინვალე იყო, სულაც არ არის შემთხვევითი რომ საგოლე პასები სწორედ განაპირა მცველებმა ჩაიწერეს აქტივში. “ბარსა” ამ სეზონში პირველად დამარცხდა. ეგ არაფერი, ფლიკის გუნდი მარცხის მერე ყოველთვის უფრო ძლიერი ბრუნდება. 

კარგი დასაწყისი 

ლუიშ ფიგუ შენიშნეს სტადიონზე. “კამპ ნოუზე” არასდროს დაბრუნებულა, მაგრამ “მონჟუიკზე” დაბრუნდა. გაამხნევეს შეძახილებით, სულ პორტუგალიელი ნაბიჭვარი ეძახეს, მაგრამ ლუიშს უკვე იმუნიტეტი აქვს. ღორის თავი ამჯერად არავის უსვრია. ბევრი ქომაგისთვის იმდენად მოულოდნელი იყო მისი სტუმრობა, რომ კულინარიულად ვერავინ შეემზადა. 

დანაკლისი “ბარსასაც” ჰქონდა, რაფინია, ფერმინი, გარსია, ფრანგების დანაკლისს ვერ შეედრება, მაგრამ პრობლემა შექმნა რასაკვირველია. მატჩი ლამინე იამალის “მარსელური რულეტით” დაიწყო, დატრიალდა ზიდანივით, მიაწყო ერთმანეთზე ბარკოლა და ვიტინია, მენდეშიც კარგი ცრუ მოძრაობით ჩამოიცილა და ზუსტი პასითაც დაამთავრა, მაგრამ გოლი არ გასულა. ასეთი დასაწყისის მერე კი ვიფიქრე ამ შეხვედრაში კიდევ ბევრჯერ დაგვაკვრევინებს ტაშს-მეთქი, მაგრამ ვერ მოხდა ეგრე, მენდეში მაგრად დადგა, იამალის დრიბლინგებს გაუმკლავდა, მის პასებს კი ვერა. ერთი ასეთი გენიალური პასის მერე ფერან ტორესიც შეატოვა მეკარეს, რომელმაც თითქოს ყველაფერი კარგად გააკეთა, მეკარეს გასცდა, კარშიც ზუსტად დაარტყა, მაგრამ მაინც ვერ შეაგდო, მცველმა გამოიტანა ცარიელი კარიდან. 

ასეთ მატჩებში ყველაფერი გასატანია. სხვაგვარად ვერ მოიგებ. 

ანგარიში მაინც “ბარსამ” გახსნა, ისევ იამალმა წამოიწყო შეტევა, პედრიზე პასით გააგრძელა, პედრიმ რაშფორდზე გაშალა, რომელმაც ერთი შეხებით ძალიან დროულად გაჭრა პასი ფერან ტორესზე და ეგ არის – 1:0, სულ რაღაც მეთვრამეტე წუთია და ყველაფერი კარგად მიდის, ლამინე ბრწყინავს, “ბარსა” იგებს, შეტევა მუშაობს. 

რაშფორდმა კიდევ ერთი საგოლე მოქმედება მიითვალა, ფერანმა კიდევ ერთი გოლი. ამ საწყისი ოცი წუთის მერე ალბათ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ კარგს ვეღარაფერს ვნახავდით. რაღაც აირია, რაღაც გაფუჭდა. გოლი ტაიმის მიწურულს გავიდა, მენდეშმა დაცვის მარცხენა ფლანგიდან საჯარიმომდე უპრობლემოდ იარა, კაცი არ გაიკარა ასე დრიბლინგით ჩავიდა და ზუსტი პასიც გააკეთა, ჩვეულებრივი პასი, არაფერი განსაკუთრებული, არაფერი გენიალური, უბრალოდ კუბარსის ისეთი ცუდი პოზიცია ჰქონდა და ისე ცუდად ითამაშა, რომ მაიულუ ერთი-ერთზე დარჩა, შესნიმ ვერაფერი გააწყო – 1:1. 

ფლიკი გაბრაზდა, მაგრამ ამ სიბრაზესაც არაფერი მოუტანია. 

მეორე ტაიმი

პირველი ტაიმის პირველ ნახევარში ბურთი პედრის ჰქონდა, მერე კიდევ ვიტინიამ გაიღვიძა და კონტროლი ბურთზეც და მატჩზეც მან მოიპოვა. “ბარსას” დაცვა კი ბარკოლასაც ვერ გაუმკლავდა, როგორ უნდა დაეჭირათ ან კვარა, ან დემბელე, ან დუე, როცა ბარკოლაც ვერ დაიჭირეს, კიდევ კარგი რომ თავად ვერ ასრულებდა შეტევებს. კლასი აკლია ჯიგარს. 

“ბარსამაც” შექმნა ერთი კარგი მომენტი, დანი ოლმო სულ მარტო აღმოჩნდა კარის წინ, ვალდებული იყო გაეტანა, კარში მოარტყა, გოლიც გადიოდა და ისევ მცველმა გამოიტანა ბურთი ცარიელი კარიდან. ამჯერად ჰაკიმი იყო ეს თავგანწირული კაცი. და როგორც უკვე აღვნიშნეთ, ასეთ თამაშში ყველაფერი გასატანია. სხვა შემთხვევაში დაისჯები. 

ფრანგები მიწურულს აბსოლუტურად აკონტროლებდნენ თამაშს და კარგ მომენტებსაც ქმნიდნენ, ბოლო წუთებზე კი დამსახურებული გოლიც შეაგდეს. ვიტინიამ ჰაკიმი იპოვა ფლანგზე, ჰაკიმიმ რამუში და იმანაც პაულეტასავით შეაგდო. “ბარსა” დამარცხდა. ფლიკი გაბრაზდა. მე კი მაქვს მოლოდინი, რომ კლუბი ისევ ისე განაგრძობს ზრდას ამ მარცხის მერე, როგორც წინა სეზონში “მონაკოსთან” მოხდა. თვის ბოლოს ელ კლასიკოა ბოლოს და ბოლოს. 

სევილია და პაუზა 

მომდევნო შეხვედრა “ბარსას” “სევილიასთან” ექნება და უმნიშვნელოვანესი იქნება სამი ქულის აღება. მერე სანაკრებო პაუზაა, პედრი, იამალი, კუბარსი, ოლმო და სხვები ალბათ საქართველოსთანაც ითამაშებენ. იმედია ყველა ჯანმრთელი დარჩება. კლასიკოს მზად უნდა შევხვდეთ. 

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (8)

  • Rick Sanchez
    02 ოქტ 2025, 22:37

    ხუნიორ ფირპო გვჭირდებოდა გუშინ ფლანგზე

  • nika 54
    02 ოქტ 2025, 19:13

    ესეთ თამაშებში ყოველთვის ხდება მსგავსი, ერთ აცილება და უკვე მეორე კარია აღებული, ერთი სიტყვით ყველაფერი მოსწრებაზეა.

  • Aroni
    02 ოქტ 2025, 18:53

    პსჟ-ს დანაკლისს არ შეედრება, მაგრამ სათქმელია: ბარსას ფინანსების გამო არ ყავს ისეთი შემადგენლობა როგორიც ესეთი დონის გუნდს ჭირდება. წინა წელსაც 18-19წლის ბავშვებით გავიდა ფონზე(იამაილს არ ვგულისხმობ). გუშინდელ თამაშიც კომენტატორმა თქვა ბარსას უფრო აქვს არჩევანიო და გამეცინ. გუნდს თამაში არ მისდის და მცველების მეტი ვერავის შემოიყვანა, პოდ40 ლევანდოვსკის არ ვთვლი. კი ლევანა კარგი იყო ახალგაზრდობაში, წხლაც თავისი ასაკისთვის ძან მაგარია, მაგრამ არა საკმარისად ბარსასთვის რომელსაც ლიგის მოგება უნდა.

  • SHOTEX_ERADZE1992
    02 ოქტ 2025, 13:40

    ფიგოს დედას ვთხარე მოღალატე

  • ChuxrELia
    02 ოქტ 2025, 12:58

    როგორც კი ოლმომ გამაზე, ეგრევე ვიფიქრე რო ესე ვერ დამთავრდებოდა ეს თამაში და წავაგებდით უეჭველი… აი თითქოს ჰაკიმიმ რომ გამოიტანა ისეთი შეგრძნება დამეუფლა რო აქეთ გაგვიტანესთქო. ეგეთი მომენტები ანადგურებს მენტალიტეტს თამაშის დროს და გფიტავს ბოლო დონემდე მთელ გუნდს disappointed_relieved

  • Flying Dutchman
    02 ოქტ 2025, 10:38

    ღრმა შემადგენლობის არ ქონა, პირველად დაგვარტყა ამ სეზონში…

  • Barca
    02 ოქტ 2025, 10:32

    ლაპორტას ბრალია… ტრანსფერები ვერ გააკეთა

  • პენდრაგონი
    პენდრაგონი ვეტერანი
    02 ოქტ 2025, 10:29

    საშინელი თამაში გამოვიდა