workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ლეო მესი – პრიმერას საუკეთესო ფეხბურთელი

ლეო მესი – პრიმერას საუკეთესო ფეხბურთელი

ლიონელ მესიმ, თავისი თამაშითა და სტატისტიკით, აღარ დატოვა კითხვა, თუ ვინაა ესპანეთის ჩემპიონატის 2016/17 წლების გათამაშების საუკეთესო ფეხბურთელი. და ეს იმის მიუედავად, რომ თავად არგენტინელმა და მისმა “ბარსელონამ” ჩემპიონის ტიტული დათმეს.

2016/17 წლების სეზონში, პრიმერას ბომბარდირობისთვის, მესისა და რონალდუს ჩვეული დაპირისპირება ვერ ვიხილეთ, რადგან არგენტინელმა პორტუგალიელს თავიდანვე დიდი სხვაობით გაასწრო და უპირატესობა ბოლომდე შეინარჩუნა. საბოლოოდ, არგენტინელმა მისი თანაგუნდელის, ლუის სუარესის შარშანდელი მიღწევა თითქმის გაიმეორა, თავად კი, “ოქროს ბუცის” მფლობელი მეოთხედ გახდა. გარდა ამისა, მესი რეკორდსმენი გახდა თამაშში მიღებული საშუალო შეფასებით. თუმცა, მთავარი ამბავი ციფრებში არ გამოიხატება. საქმე ისაა, რომ “ბარსელონასთვის” მესის მნიშვნელობა არათუ არ მცირდება, არამედ, პირიქით – იზრდება კიდეც. მესის არცთუ  იშვიათად უწევდა თამაშების თითქმის მარტოს შემობრუნება. ეს იმ პრობლემებით იყო გამოწვეული, რომლებიც “ბარსელონას” თამაშში შეინიშნებოდა.

მწვრთნელების იდეების კრიზისმა თავი ყველაზე საპასუხისმგებლო დროს იჩინა, ლეო კი, გასულ სეზონში, ზეწოლას არაერთი მხრიდან განიცდიდა. ამის მიუხედავად, მან ფეხბურთზე კონცენტრირება მოახერხა და კვლავ იმ მესიდ მოგვევლინა, რომელიც ფეხბურთის გულშემატკივრებს, მთელ მსოფლიოში, ასე ძალიან უყვართ.

2016/17 წლების სეზონისთვის მზადება ლეოს მორიგი სანაკრებო იმედგაცრუების ფონზე მოუწია. კოპა ამერიკაზე ჩილეს წყევლა, არგენტინისთვის, გამეორდა. არგენტინელებმა ფინალური მატჩი თერთმეტმეტრიანების სერიაში წააგეს. თავად მესიმ კი, თავისი დარტყმა გააფუჭა.

ნაკრებთან ერთად ზედიზედ 3 ფინალის წაგების შემდეგ, მუდამ გაწონასწორებულმა მესიმ ცრემლები ვერ შეიკავა და განაცხადა, რომ ეროვნულ გუნდს ემშვიდობება. მის კვალს გუნდის სხვა ლიდერებიც მიჰყვნენ. ლეომ, რომლის აზრის შეცვლასაც თითქმის მთელი მსოფლიო ცდილობდა, ნაკრებში დაბრუნება 7 კვირის შემდეგ გადაწყვიტა. “ალბისელესტეს” ახალი დამრიგებელი ედგარდო ბაუსა ბარსელონაში” პირადად ჩავიდა და ლიონელს შეხვდა. მწვრთნელმა ფეხბურთელის დაყოლიება მოახერხა.

59 წლის არგენტინელი სპეციალისტთვის მესის ნაკრებში დაბრუნება მთავარ მიღწევად დარჩა. 8 თვის შემდეგ, მან თანამდებობა არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო დატოვა, მოიგო რა 8 თამაშიდან მხოლოდ 3. თუმცა, 2016 წლის აგვისტოში მან არგენტინელ გულშემატკივრებს გულიდან ლოდი მაინც მოხსნა, დააბრუნა რა მესი ნაკრებში.

ახალ სეზონს ლეო ახალი იმედებით შეხვდა. მან იმიჯი შეიცვალა – წვერი კვლავ მოუშვა და თმა ქერად შეიღება.

“ბარსელონას” მნიშვნელოვანი სეზონი ელოდა. კატალონიური გუნდი, დუბლის შემდეგ, კვლავ ტრებლს უმიზნებდა. ნებისმიერ, თუნდაც ძალიან გამართულ საფეხბურთო მექანიზმს, პერიოდულად, ცვლილებები ჭირდება. სწორედ ამიტომ, მოქმედი ჩემპიონები გზას სხვებს ხშირად უთმობენ ხოლმე. ლუის ენრიკეს “ბარსელონას”, რა თქმა უნდა, სურდა, მწვერვალზე რაც შეიძლება დიდხანს დარჩენილიყო, ხოლო უმთავრესი როლი კვლავ MSN-ს უნდა ეთამაშა. თუმცა, ამჯერად, რაღაცამ სათანადოდ ვერ იმუშავა.

“ბარსამ” სეზონი შესანიშნავად დაიწყო და ესპანეთის სუპერ თასზე “სევილია”, 2 მატჩის ჯამში, 5:0 დაამარცხა. ისე ჩანდა, თითქოს ეს მორიგი დიდებული სეზონის სტარტი იყო. თუმცა, ქვეყნის ჩემპიონატში, კატალონიელები “რეალს” მალევე ჩამორჩნენ. მესიმ, პრიმერას საწყისი შეხვედრებიდან, სათადარიგოთა სკამზე მხოლოდ ერთი დაიწყო – “ალავესთან”. სწორედ ამ მატჩში, კატალონიელები საკუთარ მოედანზე სენსაციურად დამარცხდნენ. ლიონელმა, პირველ ოთხ ტურში, 2 დუბლი გაიფორმა, თუმცა მე-5 ტურში, “ატლეტიკოსთან” მატჩში, ტრავმა მიიღო და გუნდს 3 კვირით გამოაკლდა. ლიდერის გარეშე დარჩენილმა კატალონიელებმა “ატლეტიკოს” ვერ მოუგეს, შემდეგ კი, ისინი “სელტასთან” დამარცხდნენ.

ვიგოური წარუმატებლობის შემდეგ, “ბარსა” მე-4 პოზიციამდე დაქვეითდა. თუმცა, ლიდერთან დაშორება მიზერული იყო.

ახლადგამოჯანმრთებულმა მესიმ, ლუის სუარესთან ერთად, გუნდს “ვალენსიასთან” მნიშვნელოვანი გამარჯვება მოუტანა (3:2). ეს შეხვედრა “ბარსამ” ჩემპიონთა ლიგაზე “მანჩესტერ სიტისთან” ტრიუმფის შემდეგ (4:0) ჩაატარა, რომელშიც მესიმ ჰეთ თრიქი გაიფორმა. არგენტინელმა, ყველაზე პრესტიჟულ ევროპულ საკლუბო ჩემპიონატზე, შემოდგომაზე, შესაშური შედეგიანობა აჩვენა, გაიტანა რა ხუთივე შეხვედრაში, რომელშიც ითამაშა. ამ შეხვედრებში მან აქტივში 9 გოლი ჩაიწერა, “ბარსელონამ” კი ჯგუფი დამაჯერებლად მოიგო.

თუმცა, პრიმერა დივიზიონში შექმნილი სირთულეები “ბარსელონას” ეიფორიაში ჩავარდნის უფლებას არ აძლევდა. “ბლაუგრანამ” ზედიზედ 3 თამაში დაასრულა ფრედ, მათ შორის “რეალთანაც”, “კამპ ნოუზე”. იმ შეხვედრაში ვერავინ გაიბრწყინა, მათ შორის, ვერც მესიმ. თუმცა, წლის ბოლო 2 შეხვედრაში 3 გოლის გატანით, ლეომ უზრუნველყო, რომ მისი გუნდი ზამთრის შესვენებაზე კარგი განწყობით გასულიყო.

სეზონის მე-2 ნაწილში, მესი და “ბარსელონა” ნეგატივმა და სკანდალებმა მოიცვა. გასულ გაზაფხულზე, ლეოს, გამძლეობაზე სერიოზული გამოცდის ჩაბარება მოუხდა. იანვარში, კატალონიელებმა პრიმერაში ქულები დაკარგეს, თებერვალში, მათ პარიზში წაგებით შოკი მიიღეს და ჩემპიონთა ლიგას, თითქოს, ნაადრევად გამოეთიშნენ. მესიმ, ისევე, როგორც მისმა თანაგუნდელებმა, თამაში ჩააგდო. თუმცა, განმეორებით მატჩში, “ბარსელონამ” შეუძლებელი შეძლო და ისტორიული ქამბექი შემოგვთავაზა. “კამპ ნოუზე” გამართულ შეხვედრაში, ერთი გოლი მესიმ გაიტანა, თუმცა მატჩის გმირად ნეიმარი იქცა.

ლა ლიგაში, კატალონიელებმა წარმატებული სერია გამოაცხვეს. ამ სერიაში მოხვდა “ატლეტიკოს” მადრიდში დამარცხება. მესიმ კი, ზედიზედ 6 თამაშში გაიტანა. ისე ჩანდა, თითქოს ლეო და მთელი “ბარსელონა” ფორმის პიკს უახლოვდებოდნენ, თუმცა, ამ ყველაფერს წარუმატებლობა მოჰყვა. შესაძლოა, ამის მიზეზი გუნდის ლიდერების გადაღლილობა იყო, რომლებსაც როტაცია იშვიათად ეხებოდათ.

მესის მდგომარეობას არგენტინის ნაკრების ირგვლივ შექმნილი სიტუაციაც ართულებდა. ედგარდო ბაუსას გუნდი მოგებათა სერიის განხორციელებას ვერაფრით ახერხებდა და პირიქით, “ალბისელესტემ” ქულების ზედიზედ 4 შეხვედრაში დაკარგა.

მესის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა ჩილესთან გამართული შეხვედრის შემდეგ. ლეოს, არბიტრისთვის შეურაცხყოფის მიყენების გამო, 4-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯეს. ამ სასჯელმა საფეხბუთო საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია, რადგან დარღვევა არც გვერდითა მსაჯს დაუფიქსირებია და არც მთავარს, მაგრამ FIFA-მ ფეხბურთელი მაინც დასაჯა. მოგვიანებით, როდესაც მესის ერთი თამაში უკვე გამოტოვებული ჰქონდა, სააპელაციო კომიტეტმა მას სასჯელი გაუუქმა.

ეს მაისში მოხდა. აპრილში კი, “ბარსელონამ”, ჩემპიონთა ლიგაზე, კიდევ ერთი გამანადგურებელი მარცხი იწვნია. ამჯერად, “იუვენტუსთან”, ანგარიშით 0:3. პსჟ-სგან განსხვავებით, “იუვენტუსი” ის გუნდი არ გამოდგა, რომელთანაც “ბარსელონა” ქამბექს გააკეთებდა. მრისხანე MSN-მა ჯიჯი ბუფონის კარის აღება ვერცერთხელ მოახერხა.

ტურინში გამართული მატჩის შემდეგ, მესი თამაშის განხილვას არც კი დაესწრო. ამან გამოიწვია ჭორების გავრცელება, რომელთა თანახმადაც, არგენტინელი თანაგუნდელების თამაშით უკმაყოფილო იყო. ჯერ კიდევ პარიზში განადუგრების შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მესის “შავი სია” ჰქონდა შედგენილი, რომელშიც გუნდის რამდენიმე ახალწვეული მოხვდა. არგენტინელი, თითქოს, მათ გაყიდვას ითხოვდა. მსგავსი ცნობების გავრცელება გუნდის გარშემო არაჯანსაღ სიტუაციას ქმნიდა. ამ დროს, “ბარსას” ჯერ კიდევ ჰქონდა შანსი, სეზონი 2 ტიტულით დაესრულებინა.

პარალელურად, ლიონელ მესის წინააღმდეგ სასამართლო დავა არ წყდებოდა. გადასახადების დამალვის გამო, მას უკვე 4 წელია ედავებიან. ფეხბურთელი მზად იყო გადაეხადა ჯარიმა, რომელიც დამალულ გადასახადებს რამდენჯერმე აღემატებოდა, მაგრამ პროცესი ბრალდების მხარის ინიციატივით არ წყდებოდა. ბრალდებას კი მარტა სილვა წარმოადგენდა, რომელიც, თავის დროზე, მადრიდის “რეალის” დირექტროთა საბჭოს წევრი იყო.

საბოლოოდ, მესის 21 თვით პატიმრობა მიუსაჯეს, თუმცა, ესპანეთში, ეკონომიკური დანაშაულისთვის, ასეთი სასჯელის გამო ციხეში არ სვამენ. უფრო ხშირად, პირობით სასჯელს იყენებენ ხოლმე. ასე მოხდა მესის შემთხვევაშიც, რომელსაც კვლავ შეუძლია თავისი თამაშით გულშემატკივრები გაახაროს.

ამ ყველა სირთულის მიუხედავად, მესიმ საფეხბურთო მოედანზე კონცენტრირება  მაინც მოახერხა და გაზაფხულზე 8 დუბლი გაიფორმა. უკვე 9 წელია, ლეო, ესპანეთის ჩემპიონატში, მინიმუმ 20 გოლის გატანას ახერხებს. 2016/17 წლების სეზონში კი, მან ეს მაჩვენებელი თითქმის გააორმაგა და მორიგ ისტორიულ შედეგს მიაღწია. თითქოს ფილმის სცენარი იყო – “ბარსელონას” მაისურით თავისი მე-500 გოლი ლეომ “სანტიაგო ბერნაბეუზე”, “ელ კლასიკოში”, ბოლო წამებზე გაიტანა და გუნდს 3 ქულა მოუტანა. მესიმ გოლი ემოციურად აღნიშნა – მაისური გაიხადა და ის გულშემატკივრებს უჩვენა. ამის მიუხედავად, “ბარსამ” ოქროს მედლები დათმო. “რეალმა” მეტი ქულები აღარ დაკარგა და ჩემპიონი გახდა. პირველად 5 წლის განმავლობაში.

“ბარსელონა” ესპანეთის თასს დასჯერდა. კატალონიელებმა, ფინალში, “ალავესი” დაამარცხეს, მესიმ კი, გუნდის სამივე გოლში აქტიური მონაწილეობა მიიღო. ეს ტიტული, ლეოსთვის, “ბარსელონაში”, 30-ე გამოდგა.

მომდევნო სეზონი არგენტინელისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ერნესტო ვალვერდეს გუნდში მოსვლა სიახლეებს გვპირდება. ახალი დამრიგებელი ახლებური მეთოდებით შეეცდება გაუმკლავდეს იმ პრობლემებს, რომლებსაც “ბარსა” გასულ სეზონში წააწყდა. კატალონიელები ზემოტივირებულები იქნებიან როგორც ესპანეთის ჩემპიონატში, ასევე ჩემპიონთა ლიგაზე. მესის როლი კი, შესაძლოა, შეიცალოს. კრიშტიანუ რონალდუ როტაციას უკვე დათანხდა. მესის, ალბათ, ეს ჯერ არ ემუქრება, მაგრამ ახალ მწვრთნელს მისი მდგომარეობის შემსუბუქება ნამდვილად შეუძლია. მაგალითად, ნახევარდაცვაში ცვილებების განხორციელება და სისტემის შეცვლა. მართალია, მესის ახალი კონტრაქტი ჯერ არ გაუფორმებია, მაგრამ როგორც ჩანს, ეს მალე მოხდება. კატალონიური კლუბის მის გარეშე წარმოდგენა, ამ ეტაპზე, შეუძლებელია. მისი წასვლით ყველა წაგებული დარჩება. რა თქმა უნდა, “რეალის” გარდა. საკლუბო გამოწვევების გარდა, მესის წინ მსოფლიო ჩემპიონატიც ელის. რა თქმა უნდა, თუ არგენტინის ნაკრები ამ ტურნირზე თამაშის უფლებას მოიპოვებს. რუსეთში გასამართი მუნდიალი, შესაძლოა, მესისთვის, გადამწყვეტი აღმოჩნდეს და ის, წარმატების მისაღწევად, ყველაფერს გააკეთებს. გამარჯვებულის მენტალიტეტით დაბადებული მესი არავითარ შემთხვევაში არ აპირებს ეროვნულ ნაკრებში უიღბლოს სტატუსს შეელიოს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (16)

  • Guro messi
    schedule 11 ივნ 2017, 12:30
    #16

    მაგარი სტატიაა.ლეო ორმაგად მოტივირებული იქნება შემდეგ სეზონში.აბა შენ იცი ლომო დადე ტრებლი

  • lado-barca
    schedule 10 ივნ 2017, 16:47
    #15

    მესის ეკუთვნის წესით ოქროს ბურთი!

  • გოგიტა
    schedule 10 ივნ 2017, 16:29
    #14

    მალადეც ავტორ აი ეს სტატია ნაღდად მომეწონა!!!

  • Gerip3
    schedule 10 ივნ 2017, 13:58
    #13

    აბასტატია თუ არწაიკითხეთ ხალხო საიტზერისთვის შემოდიხართ?!:) ერთმანეთის საგინებლად?:)))

  • Just Cule
    schedule 10 ივნ 2017, 13:31
    #12

    ციტატა: esrfgeff
    აქ არაფერს შუაშია მაგრამ თუ გამოცდილი მცველის მოყვანა უნდათ, სუბოტიჩი მოიყვანონ, ყველაზე კაი ვარიანტია, თან 28 წლისააა ჯერ


    სუბოტიჩს ბენატია ჯობდა მაგრამ იუვემ გამოისყიდა

  • theodore bagwell
    schedule 10 ივნ 2017, 13:16
    #11

    ციტატა: Espaneti

    ციტატა: BarcaDila
    ეს ბოლომდე ვინმემ წაიკითხა?))


    Ki dzma wavikitxet da magari sainteresoa, girchevt waikitxot tqvenc


    Aba ra minds ro shemovdivar messis fotoebs googleshic ki vnaxav

  • Nimiorqe424
    schedule 10 ივნ 2017, 13:11
    #10

    ძააან მაგარი სტატიაააა ბრავოოოო

  • GiiuShhh ))
    schedule 10 ივნ 2017, 12:58
    #9

    Sircxvilia milanma gvajoba transferebze da chven kide interesdeba

  • Montekristo
    schedule 10 ივნ 2017, 12:49
    #8

    გადამრევს ეს ხალხი… ამ პატარა სტატიის წაკითხვა ეზარებათ და ესენი წიგნს წაიკითხავენ??? 😀 😀

  • pexnicheki
    schedule 10 ივნ 2017, 12:16
    #7

    leo lomi xar didi xani darchi barsashi

  • BarcaDila
    schedule 10 ივნ 2017, 12:11
    #6

    ეს ბოლომდე ვინმემ წაიკითხა?))

  • LeoMessi10
    schedule 10 ივნ 2017, 12:09
    #5

    საიტიიის დიზაიიინს რეებს უშვებიიით

  • მესი-სუა-ნეი
    schedule 10 ივნ 2017, 11:26
    #4

    😀 მაგარი სტატია იყო ყოჩაღ 😀

  • theodore bagwell
    schedule 10 ივნ 2017, 11:25
    #3

    Balon Doric moigos da the bestic

  • GIORGI.cule
    schedule 10 ივნ 2017, 11:17
    #2

    კარგი სტატიაა ავტორ. 😉

  • Gio-5296
    schedule 10 ივნ 2017, 11:15
    #1

    ამის წაკითხვა ბოლომდე მეზარება და ადმინ ნაწილებად რო დაყო არააა???