“ბარსელონას” მთავარი მწვრთნელის, ლუის ენრიკეს ასისტენტი, ხუან კარლოს უნსუე “სელტას” ჩაიბარებს, იტყობინება ესპანური კლუბის Twitter-ის ოფიციალური გვერდი.
ამ პოსტზე 50 წლის სპეციალისტმა არგენტინელი ედუარდო ბერიცო შეცვალა, რომელიც “სელტას” 2014 წლიდან წვრთნიდა, ახლა კი გადაწყვიტა, რომ კონტრაქტი არ გაეხანგრძლივებინა. უნსუეს კონტრაქტი 2 წელზეა გათვლილი.
“ბარსელონას” ახალი მთავარი მწვრთნელი კი, როგორც ადრე გახდა ცნობილი, ხვალ უნდა დასახელდეს. დიდი ალბათობით, კატალონიელთა ხელმძღვანელი ერნესტო ვალვერდე გახდება, რომელმაც უკვე დატოვა ბილბაოს “ატლეტიკი”.