ჰანსი ფლიკის მე-100 თამაში და პეპ გვარდიოლაზე უკეთესი შედეგი

ჰანსი ფლიკის მე-100 თამაში და პეპ გვარდიოლაზე უკეთესი შედეგი

ჰანსი ფლიკს “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელის პოსტზე 100 თამაში დაუგროვდა. “ვილიარეალთან” გუშინ გამართულ შეხვედრაში (4-1) ფეხბურთელებმა მას კარგი საჩუქარი გაუკეთეს და საიუბილეო მატჩში მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვეს.

“ბარსელონას” დამრიგებლის პოსტზე ჩატარებულ 100 შეხვედრაში გერმანელ სპეციალისტს 75 მოგება, 9 ფრე და 16 მარცხი დაუგროვდა.

ჰანსი ფლიკი მოგების პროცენტული მაჩვენებლის მხრივ “ბარსელონას” ისტორიაში მეორე საუკეთესო შედეგის მქონეა იმ დამრიგებლებს შორის, რომლებსაც “ბლაუგრანა” მინიმუმ 100 შეხვედრაში გაუწვრთნიათ. ამ მხრივ რეკორდსმენი ლუის ენრიკეა, ფლიკი კი პეპ გვარდიოლასაც კი უსწრებს.

“ბარსელონას” ისტორიაში ყველაზე კარგი მოგების პროცენტის მქონე მწვრთნელები, ვისაც “ბლაუგრანა” 100 მატჩში მაინც გაუწვრთნიათ:

  1. ლუის ენრიკე – 76.2%
  2. ჰანსი ფლიკი – 75%
  3. პეპ გვარდიოლა – 72.5%
  4. ელენიო ერერა – 70.6%
  5. ერნესტო ვალვერდე – 66.9%

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (9)

  • პენდრაგონი
    პენდრაგონი ვეტერანი
    02 მარ 2026, 09:56

    ვალვერდე მაგარი მასტი იყო :დდ აქაც რომ გაერია :დდ

  • me da barca
    02 მარ 2026, 03:55

    ახლა შეადარეთ როგორი სასტავი ყავდა გვარდიოლას და ენრიკეს და როგორი ფლიკს. მარტო მესის ყოფნა რამდენს ნიშნავდა, დანარჩენ მხეცებზე არაფერს ვამბობ.

  • El pistolero 9
    01 მარ 2026, 15:27

    Don Leo, ფლიკიც მაგრად კუზავს. ანჩელოტი დაასამარა.

  • Barca
    01 მარ 2026, 15:13

    ფლიკი ტოპ 1 თუარა ტოპ 2 მაიმც არი

  • Don Leo
    01 მარ 2026, 14:29

    ვალვერდე სულ რომ არაფერი რეალს მაგრად კუზავდა 😁😁

  • არისტაფანი
    01 მარ 2026, 13:40

    ციტატა: nika 54
    ენრიეს შედეგს რო ახსენებთ, ამათი შედარება როგორ შეიძლება ენრიკეს მესი, ნეიმარი, სუარესი, ინიესტა ყავდა, დანარჩენებზე ნახევარდაცვაზე და დაცვაზე აღარაფერს ვიტყვი.


    100% კრუიფის შემდეგ ბარსას საუკეთესო მწვრთნელია. და კი მახსოვს რომ
    გვარდიოლაც წვრთნიდა ბარსელონას.

  • Rick Sanchez
    01 მარ 2026, 12:04

    ამ დაცვის ფონზე სასწაული სტატისტიკაა

  • nika 54
    01 მარ 2026, 11:58

    ენრიეს შედეგს რო ახსენებთ, ამათი შედარება როგორ შეიძლება ენრიკეს მესი, ნეიმარი, სუარესი, ინიესტა ყავდა, დანარჩენებზე ნახევარდაცვაზე და დაცვაზე აღარაფერს ვიტყვი.

  • Don_Andresito
    01 მარ 2026, 11:53

    კაი დამძიმებულია გუნდი. სწრაფად ვერ ვუტევთ, მეტოქის დაცვის შეცდომებით ვიგებთ თამაშებს. მომეჩვენა რო დაღლილია გუნდი. მგონია რო ატლეტიკოსთან თავის შეკლა სისულელეა, ვერ მოვუგებთ და ტყუილად დაღლა არ ღირს. როტაციას მივმართავდი მე. ენერგია ლა ლიგის დარჩენილ თამაშებზე და ნიუკასლზე მივმართოთ. ატლეტიკოსთან კიდე მოგვიწევს 1/4 ფინალური ჯახი ლიგაზე