workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
„კლასიკოზე“ პიკემ ყველაზე მაღალი სიჩქარე განავითარა, რობერტომ კი ყველაზე მეტი დაფარა

„კლასიკოზე“ პიკემ ყველაზე მაღალი სიჩქარე განავითარა, რობერტომ კი ყველაზე მეტი დაფარა

მადრიდის “რეალს” “ელ კლასიკომდე” დასასვენებლად 1 დღით მეტი ჰქონდა ვიდრე “ბარსელონას”, მაგრამ ეს საკამარისი არ აღმოჩნდა იმისთვის, რომ რომელიმე კატალონიელზე დიდი სიჩქარე განევითარებინა “რეალის” რომელიმე ფეხბურთელს ან რომელიმეზე მეტი ერბინა.

ლა ლიგამ თამაშის ოფიციალური მონაცემები გამოაქვეყნა. ამ მონაცემებიდან ვიგებთ, რომ “ბარსელონამ” 105.46 კილომეტრი ირბინა, “რეალმა” – 98.75, მაგრამ გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ მადრიდელებმა ბოლო 15 წუთი კაცნაკლულებმი დარჩნენ.

“ბარსელონადან” ყველაზე მეტი სერჟი რობერტომ ირბინა – 12.07 კმ. ეს საუკეთესო შედეგია ორივე გუნდიდან. “ბარსელონაში” ამ მხრივ მეორეა ივან რაკიტიჩი – ხორვატმა 11.48 კილომეტრი დაფარა. მესამე ადგილზეა მარცხენა მცველი ხორდი ალბა – 11.30 კმ.

“რეალიდან” გამოირჩა ტონი კროოსი (10.93 კმ), დანი კარვახალი(10.29 კმ) და ლუკა მოდრიჩი (9.72 კმ).

ყველასგან გასაკვირად, ორივე გუნდებს შორის ყველაზე დიდი სიჩქარე ხერარდ პიკემ განავითარა – 33.33 კმ/სთ. მას მოჰყვება “რეალის” 5 ფეხბურთელი – მარკო ასენსიო (33.2 კმ/სთ), კრიშტიანუ რონალდუ (33.14 კმ/სთ), მატეო კოვაკიჩი (32.98 კმ/სთ), ტონი კროოსი (32.78 კმ/სთ) და დანი კარვახალი (32.76 კმ/სთ). მათ შემდეგ მოდის მატჩის გმირი ლეო მესი – 32.59 კმ/სთ.

მატჩის ყველაზე 3 ნელი ფეხბურთელი: ანდრეს ინიესტა (28.67 კმ/სთ), ნაჩო ფერნანდესი (28.63 კმ/სთ) და რაკიტიჩი (27.87 კმ/სთ).

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (6)

  • kalikuu
    schedule 26 აპრ 2017, 20:33
    #6

    საგოლ პიკეს

  • deli
    schedule 26 აპრ 2017, 20:01
    #5

    რაკიტიჩს სულ რომ სიარულში გაეტარებინა ისეთი შეაგდო ყველაფერს უდრიდა, თითქოს არ ჩანდა მოედანზე მაგრამ უნაკლოდ შეასრულა თავისი საქმე

  • messidze
    schedule 26 აპრ 2017, 10:23
    #4

    პიკემ სპეციალურად დადო 33:33 იმიტო რო 3 ნომერი აალბათ 😀

  • Barsamessi10
    schedule 26 აპრ 2017, 09:00
    #3

    რობერტო რაკიტიჩHი კოუტინიო მაგარი Nახევარდაცვაა იქნებაა

  • theodore bagwell
    schedule 26 აპრ 2017, 08:20
    #2

    Iniesta swrafi 7 wlis win ar iyo da exla vabshe

  • lado-barca
    schedule 26 აპრ 2017, 00:54
    #1

    საღოლ ჩვენ ბიჭებს!!! ხო და კიდევ რამოსი არიყოოო კაცნაკლული იყოოო
    დებილი რამოსი რასა ირბენდა კაი რა!!! sweat_smile