ბოლო საათებში ფეხბურთის სამყაროში კიდევ ერთი მოულოდნელი ინფორმაცია გავრცელდა.
როგორც ფაბრიციო რომანო იტყობინება, “ბარსელონას” ლეგენდა ანდრეს ინიესტა სამწვრთნელო კარიერას იწყებს. ის სათავეში ჩაუდგება “გალფ იუნაიტედს”, რომელიც დუბაის ემირატების პირველ დივიზიონში (რანგით მეორე დივიზიონი) ასპარეზობს. ჟურნალისტი წერს, რომ ის ალ ჯადაფის გუნდის მენეჯერი გახდება. ესპანელი ლეგენდა მუშაობას საკმაოდ ახალგაზრდა კლუბში დაიწყებს. ეს კლუბი 2019 წელს მანჩესტერელ ფეხბურთის მწვრთნელთა ჯგუფმა დააფუძნა და რამდენიმე წელში მესამე დივიზიონიდან თავისი ლიგის ელიტაში გადავიდა.
იაპონურ “ვისელ კობეში” გატარებული ექვსი სეზონისა და “ბარსელონასთან” დაკავშირებული მთელი ცხოვრების შემდეგ, ინიესტამ სპორტულ კარიერას წერტილი არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, “ემირეითს კლუბში” თამაშით დაუსვა. ყოფილი ნახევარმცველი სამწვრთნელო კარიერასაც ახლო აღმოსავლეთში დაიწყებს, სადაც მენეჯერის პოსტზე ყოფნისას გავლენა და გადაწყვეტილების მიღების უფლება კლუბის ოფისებშიც ექნება. ინიესტა ამ თანამდებობაზე შეცვლის დავიდ იგლესიასს, რომელიც ასევე ესპანელია და გუნდის წინა მწვრთნელი იყო.
2024 წლის ოქტომბერში ბუცების ლურსმანზე დაკიდების შემდეგ, ფუენტეალბილიელი დუბაიში დასახლდა და სამწვრთნელო ლიცენზიის მისაღებად ოფიციალურ სასწავლო პროგრამებზე დაუყოვნებლივ დარეგისტრირდა. ის ბოლო დროს მაროკოსაც დაუკავშირეს სპორტული დირექტორის პოსტზე, თუმცა ეს გარიგება საბოლოოდ არ განხორციელდა. მან რამდენიმე ვარჯიში ჩაუტარა “გალფ იუნაიტედის” ახალგაზრდებს და საბოლოოდ პირველ გუნდს ჩაიბარებს.
“გალფ იუნაიტედი” დიდ აქცენტს აკეთებს აკადემიაზე, რის გამოც ინიესტა სრულად ჩაერთვება ახლო აღმოსავლეთის ახალგაზრდა ფეხბურთელების განვითარებაში. იმ მოთამაშეებს შორის, რომლებიც ანდრესის განკარგულებაში იქნებიან, გამოირჩევა ლეროი ფერის სახელი, რომელსაც ევროპაშიც უთამაშია, და 17 წლის ახალგაზრდა ესპანელი პაბლო გომესი.
ეს ვერ ყოფილა ბოლო
დე თავის მატორზე. ბიჭო რაის არაბები და რაის აქლემის ლიგები. ნებისმიერი საშუალო დონის ევროპული გუნდი ანდობდა თუნდაც გამოუცდელ ინიესტას თავის გუნდს. რა ჩამოცხო ამან და ხავიმ ტო. ყატარში რო დაიწყო იმიტო ჰქონდა იმას დამხეცებული. ფაბრე მართლა ჭკვიანი გამოდგა ამათთან შედარებით. მარკესს მინდოდა გაექაჩა. მარა იმედია ფაბრე გაქაჩავს დიდ მწვრთნელობას და ერთ დღესაც მოვა. დალშე ამ ბოლო სასტავებიდან არცერთის არ მჯერა. ისევ ენრიკე/გვარდი/არტეტა
წარმატებები ჯადოქარო❤️ ისე ძაან გაუგებარია ეს კატარში დაწყება. ფული არ აკლია რავი, მეშჩანი ტიპი არ უნდა იყოს😕 რავიცი რავიცი, წარმატებები ყველა პონტში. ჩემთვის ბარსას ყოფილი ფეხბურთელებიდან ბარსას მწვრთნელის ვაკანსიაზე ჯერ ჯერობით ფაბრეგასი ლიდერობს. ნარცისს გვარდიოლაზე რომ ოცნებობენ აქ სასაცილოა. ტიპს იმის მაგივრად ეთქვა ვერ ვთანხმდები ხელმძღვანელობასთან ან ფული არ არისო დავიღალეო და იმის მერე ცამეტი წელი არ გაჩერებულა😆 დაიღალა არა კლე. იასნია უდიდესი მწვრთნელია უდიდესი დამსახურებით როგორც ბარსას ისე ზოგადათ ფეხბურთვისთვის, მაგრამ ჩემთვის პირადათ ერთი ნარცისი პიტალოა რომელსაც შეეძლო ბარსელონას ფერგიუსონი გამხდარიყო და ამას არაბების ფულის ჭამა არჩია. აი ენრიკე სხვაა და ბევრად უფრო მეტად მიყვარს, ამასთან ვთვლი, რომ თუ არა უკეთესი არაფრით ნაკლები მწვრთნელი არ არის გვარდიოლაზე. უბრალოდ მეეჭვება ენრიკემ აფერისტ ლაპორტას და ლენჩ დეკოს უყუროს ხელებში, ტიპებს ორმოცდა შვიდი პოზიცია შეუცვალოს რადგან იმ პოზიციის ფეხბურთელი არ ყავს და თან აქოს და ადიდოს დეკო და ლაპორტა😀 ამას ჩვენი გერმანელი შვება მხოლოდ ძალიან წარმატებით და აქაც ჩანს თუ როგორი იღბლიანი ნაბიჭვარია ლაპორტა😆 ფლიკს, რომ უჩვეულოდ და მართლა გულით არ უყვარდეს ეს კლუბი წარმოდგენაც არ მინდა ამათი მართბელობით სად ვიქნებოდით🤮🐀🖕🏿
წარმატებები მაესტრო
ძაან არ გვიმართლებს მსგავს საკითხებში ყატარში რა გამოცდილება უნდა მიიღოს? ჟობდა ბარსას რომელიმე ასაკობრუვი გუნდი ჩაებარებინა და შემდეგ განევითარებინა კარიერა ყატარის ფეხბურთიბარ გაიშვას
ჩავიმ ვერ გაამართლა და იქნებ შენ მაინც ივარგო და ფლიკი შეცვალო.
რო გაამართლო და ფლიკი შეცვალო ამისთვის წინაპირობაა საჭირო. იქ ფულის საკეთებლად არის თორე მწვრთნელობა რო უნდოდეს დარწმუნებული ვარ უკეთესი გუნდიც დაუძახებდა. რომელი გუნდი ეტყვის უარს? აიაქსი პსვ ნებისმიერი ესპანური გუნდი სიამოვნებით მისცემდა შანსს. აგერ ფაბრემ კომოთი დაიწყო და აქვს წარმატებები. ბარსას ისტორიაში კიდე წარმატების მისაღწევად მთავარი წინაპირობა ბარსა ბ თი დაწყებაა. ასე დაიწყო გვარდიოლამაც და ენრიკემაც. როცა ბარსა ბ ში მუშაობ და იცი რა ხდება შიდა სამზარეულოში, იცნობ აკადემიას, გიადვილდება მერე პირველ გუნდშიც წაიყვანო შესაფერისი ტიპები. ინი ჩემი საყვარელი ფეხბურთელი და სპორტსმენია მარა ის რო ემირატების მეორე დივიზიონში მუშაობს საერთოდ არ აახლოვებს ბარსას. რა მიღწევები უნდა ქონდეს ისეთი რო ბარსამ დაუძახოს. ბარსა ბ ში ვინც მოვა და ვინც აქედან დაიწყებს ის დადებს შემდეგ ტრებლს ბარსას მწვრთNელის რანგში, სხვა ვერავინ. ასე მგონია მე