ჯერარდი: "სუარესი ერთ-ერთი საუკეთესოა"

ჯერარდი: "სუარესი ერთ-ერთი საუკეთესოა"

"ლოს ანჯელეს გელექსის" ნახევარმცველი სტივენ ჯერარდი კომენტარს აკეთებს თავის ყოფილ თანაგუნდელ ლუის სუარესზე და აცხადებს, რომ ის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელთა სამეულში შედის.

"სუარესი აქამდეც იყო მსოფლიო კლასის ფეხბურთელი, ახლა კი ის ახალ დონეზე ავიდა. ზოგიერთი მისი გოლი დაუჯერებელი ჩანს.

როგორც ჩანს, მან "ბარსელონაში" გადასვლით იპოვა ის, რასაც ეძებდა. ახლა ის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელთა სამეულში შედის", - აცხადებს ჯერარდი.

ლუის სუარესმა "რომასთან" შესანიშნავი მატჩი ჩაატარა. მან 2 გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემაც მიითვალა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.