მესი პუშკაშის ჯილდოსთვის იბრძოლებს

მესი პუშკაშის ჯილდოსთვის იბრძოლებს

"ბარსელონას" ლიდერი ლიონელ მესი 2015 წლის მსოფლიოს ულამაზესი გოლის ავტორობისთვის იბრძოლებს. ეს ინფორმაცია დღეს, FIFA-ს ოფიციალურმა საიტმა გაავრცელა.

FIFA-ს წარმომადგენლებმა წლის საუკეთესო ათ გოლს შორის მესის მიერ ესპანეთის თასის ფინალში "ბილბაოსთვის" გატანილი გოლი შეიყვანეს.

არგენტინელს კონკურენციას დევიდ ბელი, გონსალო კასტრო, ალესანდრო ფლორენცი, ვენდელ ლირა, ჩარლი ლოიდი, ფილიპ მექსე, მარსელ ნჯენგი, ესტებან რამირესი და კარლოს ტევესი გაუწევენ.

გოლების ნახვა და ხმის მიცემა ამ გვერდზე შეგიძლიათ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.