დელ ბოსკე: "პიკესთან არანაირი პრობლემა არ გვაქვს"

დელ ბოსკე: "პიკესთან არანაირი პრობლემა არ გვაქვს"

ესპანეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვისენტე დელ ბოსკემ ხერარდ პიკესთან დაკავშირებით ისაუბრა და განაცხადა, რომ იგი გუნდში პრობლემებს არ ქმნის და გულშემატკივართა მხრიდან სტვენას ყურადღებას არ აქცევს.

"პიკე ჩემთვის პრობლემას არ წარმოადგენს. იგი კარგი ბიჭია, რომელიც ბევრს მუშაობს და ყურადღებას არ აქცევს მის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს. პიკე, რომ პრობლემებს ქმნიდეს, მას გუნდში არ გამოვიძახებდი.

მასთან ერთად ამ თემაზე ძალიან ცოტა ვისაუბრე. ვფიქრობ აღნიშნული სიტუაცია ძალიან გავს იკერ კასილიასის მდგომარეობას, რომელსაც "რეალის" ფანები უსტვენდნენ. ამ ყველაფერს დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებ. პიკე გუნდში ბედნიერია. აი, ეს არის ფაქტი." - განაცხადა დელ ბოსკემ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.