workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
გვარდიოლა მატჩის წინ

გვარდიოლა მატჩის წინ

ხვალ გაიმართება მატჩი  ბილბაოს “ატლეტიკსა” და კატალონიის “ბარსელონას” შორის ესპანეთის თასზე. პირველი მატჩი კატალონიაში 0:0 დასრულდა, ახლა მატჩი “სან – მამესზე” გაიმართება. გვარდიოლამ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა და აღნიშნა, რომ ამ მატჩში სახე ასეთი იქნება: ან ყველაფერი, ან არაფერი. 

“პირველი მატჩი 0:0 დასრულდა, იმ მატჩში სათანადოდ ვერ გამოვიყურებოდით ჩვენი გულშემატკივარის წინაშე, ახლა გვაქვს შანსი გამოვასწოროთ ყველაფერი და განვაგრძოთ ამ თასისათვის ბრძოლა. ხვალინდელ მატჩში ყველაფერი გადაწყდება, ჩვენ უნდა დავამტკიცოთ მოედანზე, რომ საუკეთესოები ვართ”.

“მართალია წელს უკვე “სან – მამესზე” “ბილბაო” დავამარცხეთ 3:1, მაგრამ ის სულ სხვა ტურნირი იყო (ლა ლიგა), ეს სულ სხვა ტურნირია. როგორც ყოველთვის ხდება ხოლმე, “ატლეტიკი” განსაკუთრებით იბრძვის თასისათვის, მათთვის ეს ტურნირი პრიორიტეტულია. ხვალ ძალიან რთული თამაში გველის, იმედია ყველაფერი ისე იქნება, როგორც ჩვენ გვსურს”.

დასასრულს პეპმა ისაუბრა მესის, პუიოლის და აფელაის მნიშვნელობაზე. “ჩემს განკარგულებაში ახლა იქნება 3 ფეხბურთელი დამატებით. მესი დაბრუნდა, იგი გუნდისათვის უმნიშვნელოვანესი ფიგურაა და ამას ხვალ დაამტკიცებს, როგორც პუიოლი. რაც შეეხება აფელაის, კარგია, რომ მას აქვს შანსი მიიღოს სადებიუტო მონაწილეობა “ბარსელონას” მაისურით ოფიციალურ მატჩში”.

დასასრულს გვარდიოლამ გამოთქვა სურვილი გაბრიელ მილიტოს კლუბში დარჩენის შესახებ.  

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward