რობერტო კარლოსი: "ნეიმარი საუკეთესოა"

რობერტო კარლოსი: "ნეიმარი საუკეთესოა"

"რეალის" ყოფილმა ბრაზილიელმა მარცხენა მცველმა, რობერტო კარლოსმა განაცხადა, რომ ნეიმარი მესისა და რონალდუზე მაღლა დგას.

"როდესაც მესისა და რონალდუს შედარებას მთხოვენ მე ვამბობ, რომ ნეიმარი საუკეთესოა. საქმე მხოლოდ გოლის ხარისხში არაა, არამედ სიმარტივეში, რომლითაც ნეიმარი თამაშობს. იგი თავის თავში ძალიან დარწმუნებულია. ვფიქრობ 1-2 წელიწადში ნეიმარი "ოქროს ბურთს" მოიგებს, იმიტომ, რომ ის ამას იმსახურებს.

მესი არის ფენომენალური, რონლადუ კი განსაკუთრებული, იგი "რეალისთვის" უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მესი "ბარსელონასთვის", რადგან მის გვერდით ნეიმარი, სუარესი, ბუსკეტსი და ინიესტა არიან.

ჩემი ოცნება ბრაზილიის ეროვნული ნაკრების გაწვრთნაა. უკვე მაქვს იდეები, რა თქმა უნდა ნებისმიერ სხვა წინადადებას მივიღებ. ეს თუ მოხდება მინდა ჩემი ასისტენტი კაფუ იყოს, ერთად დიდი გამოცდილება გვაქვს.

მე, თუ მწვრთნელი ვიქნები, ჩემი გუნდის კაპიტანი არა ნეიმარი, არამედ მარსელო იქნება." - განაცხადა რობერტომ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.