სუარესი ევროტურნირების ისტორიაში საუკეთესო ურუგვაელი გახდა

სუარესი ევროტურნირების ისტორიაში საუკეთესო ურუგვაელი გახდა

"ბარსელონას" თავდამსხმელი ლუის სუარესი ევროტურნირების ისტორიაში პირველი ურუგვაელი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც 30-ზე მეტი გოლის გატანა მოახერხა.

გუშინ, "ბარსამ", ჩემპიონთა ლიგის მე-2 ტურში, "ლევერკუზენს" უმასპინძლა და მეტოქე 2:1 დაამარცხა. გამარჯვების გოლი სწორედ სუარესმა გაიტანა, რის შემდეგაც, მას, ევროტურნირებზე, უკვე 30 ზუსტი დარტყმა დაუგროვდა.

აქამდე, ევროტურნირებზე ურუგვაელთა საუკეთესო ბომბარდირი, 30 გოლით, პსჟ-ს თავდამსხმელი ედინსონ კავანი იყო.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.