პედრო: "ბარსელონაში, ხალხი მაჩერებდა და დარჩენას მთხოვდა"

პედრო: "ბარსელონაში, ხალხი მაჩერებდა და დარჩენას მთხოვდა"

"ბარსელონას" ყოფილი ფეხბურთელი პედრო როდრიგესი, რომელიც გასულ ზაფხულში "ჩელსიში" გადავიდა, კატალონიურ კლუბში გატარებულ ბოლო პერიოდზე საუბრობს.

"კატალონიაში ყოფნის ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში "ბარსას" გულშემატკივრების სიყვარულს ნამდვილად ვგრძნობდი. როდესაც ჩემი შესაძლო წასვლის შესახებ ხმების გავრცელება დაიწყო, ხალხი ქუჩაში მაჩერებდა და დარჩენას მთხოვდა.

ეს კლიშესავითაა და ხშირად არც კი გვიჯერებთ, როდესაც ფეხბურთელები ვამბობთ, რომ გუნდი ძალიან შეკრულია, მაგრამ "ბარსელონაში" მართლაც ასე იყო."

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.