საფეხბურთო ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ (IFFHS) ლუის სუარესი მსოფლიოს საუკეთესო ბომბარდირად დაასახელა.
გასულ სეზონში ლუის სუარესის ანგარიშზე 40 გოლი იყო ლა ლიგაში. ქვეყნების ჩემპიონატებში გატანილი გოლების რაოდენობის მიხედვით, ურუგვაელმა ფეხბურთელმა პირველი ადგილი დაიკავა და გადაუსწრო ზლატან იბრაჰიმოვიჩს (38), გონსალო იგუაინსა (36) და კრიშტიანო რონალდუს (35).
სუარესმა ეს ჯილდო უკვე მესამედ მოიგო. 2010 წელს მან ეს პრიზი “აიაქსის” შემადგენლობაში მიიღო, 2014 წელს კი – “ლივერპულის”.
26 გატანილი გოლით ლეო მესი ათეულში შევიდა. ასე რომ, “ბარსელონა” ერთადერთი კლუბია, რომელსაც ჩამონათვალში 2 წარმომადგენელი ჰყავს.




ვაა აიაქსის შემადგენლობაშიც თუ ქონდა მსგავსი მიღწევა არ ვიცოდი.
გამოხტება ეხლა ვიღაც 5 წლის მადრიდისტა და იტყვის რო ამას მორატა ან ბენზემა ჯობია, პაჩიმუ
სუა არ არის ტიპიური ფორვარდი ყველასგან განსხვავებულია თავისი არაორდინალური თამაშით,სასწაული გოლეადორია შექმნაც შეუძლია,არასდროს დამავიწყდება პსჟ-თან ჩადენილი სასწაულები.